გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერი ჩაიბარებს

ბასტიან შვაინშტაიგერის სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაური მიუნხენის “ბაიერნის” მეკარეს, მანუელ ნოიერს ჩააბარეს.

“ბავარიელთა” კარის დარაჯი ნაკრების კაპიტნის რანგში პირველ მატჩს კვირას ჩაატარებს, როდესაც “ბუნდესნაკრები” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელობაში მყოფმა ბასტიანმა სანაკრებო კარიერა ოთხშაბათს, ფინეთთან ჩატარებული მატჩის (2-0) შემდეგ დაასრულა. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ბასტის ნაკრებში ჩატარებული 121 მატჩი დაუგროვდა.

იოზილი ტრავმირებულია, ვენგერი გულშემატკივრების დამშვიდებას სცდილობს

მესუთ იოზილი, ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი “ევერტონთან” მატჩში დაშავდა. დიდია შანსი იმისა, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტმა გერმანიის ნაკრების დახმარება ვერ შესძლოს მომავალ ამხანაგურ მატჩებში.

ბურთის მისაღებად ჰაერში ამხტარმა იოზილმა დაშვებისას დისკომფორტი იგრძნო, რის შემდეგაც არსენ ვენგერს მალევე მოუწია მისი შეცვლა (74-ე წუთზე ის გიბსმა ჩაანაცვლა).

ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. თუმცა ვენგერს სჯერა, რომ პრობლემა სერიოზული არ არის: “სიტუაცია არც ისე რთულია, მას უბრალოდ მუხლი ეტკინა.”

შვაინშტაიგერი ბუნდესნაკრების კაპიტნობით ამაყია

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი გუნდში კაპიტნის სამკლაურის მიღებას გამოეხმაურა.

“რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. გუნდში ყველა ერთნი ვართ, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, ვითომ ყველა საკუთარი თავების კაპიტნები ვართ. ეს სწორი გზაა”.

“ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში ჩავდექი. დიდ ძალას ვგრძნობ,”-განაცხადა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფილიპ ლამმა ბუნდესნაკრები დატოვა და კაპიტანი სწორედ “ბაიერნის” გამოცდილი ნახევარმცველი გახდა.

“ყველამ დაინახა, რომ ბასტიანი მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცის, თუ რა როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში,”-განაცხადა ლიოვმა.

მანუელ ნოიერი და ფილიპ ლამი მუნდიალზე თამაშს მოახერხებენ

მიუნხენის „ბაიერნის“ სამედიცინო შტაბმა მეკარე მანუელ ნოიერისა და მცველ ფილიპ ლამის ტრავმები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი დორტმუნდის „ბორუსიასთან“ თასის ფინალურ მატჩში დაშავდა.

როგორც გაირკვა, მიუნხენური კლუბის სამედიცინო შტაბმა ნოიერსა და ლამს ბრაზილიაში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მისცა. ორივე მათგანი „ბუნდესტიმს“ უკვე შეკრებაზე შეუერთდება.

ნოიერს მხრის პრობლემა დაუდგინდა, რის გამოც მას სპეციალური სამკლაურიც გაუკეთეს. რაც შეეხება ლამს, მან ფეხი იტკინა, რის გამოც 5-7 დღის განმავლობაში დაისვენებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გერმანიის ნაკრებს ახალი თავკაცი ეყოლება

ერთ-ერთი გერმანული პორტალის Countreview.de-ს ცნობით, ფრანც მენცი გერმანიის საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ არის. თუმცა ამასთან დაკავშირებით მხარეებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტმა დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის კალათბურთის ფედერაციამ მენცის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო. ფუნქციონერების კანდიდატთა შორის ამჟამად ორი სპეციალისტია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ მენცმა ნაკრები 2012 წლის დეკემბერში ჩაიბარა და გუნდი 2013 წლის ევრობასკეტისთვის მოამზადა. სლოვენიაში „ბუნდესტიმის“ კალათბურთელებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ მოახერხეს.

ალექსანდრე მატევოსოვი