დანიელ ალვეშს დიაგნოზი დაუსვეს

გუშინ, საფრანგეთის თასის ფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “ლეს ჰერბიერსს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ამ შეხვედრაში მუხლზე დაზიანება მიიღო დედაქალაქელთა მარჯვენა მცველმა, დანიელ ალვეშმა.

იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატი გამოეტოვებინა. თუმცა, დღეს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების პრესოფისმა დაადასტურა, რომ 35 წლის უკანახახაზელს არ ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა. მას ერთ-ერთი მყესი აქვს ნაღრძობი, რის გამოც მხოლოდ სამ კვირას იქუმებს. შესაბამისად, ის აუცილებლად გამეგზავრება რუსეთში. შესაძლოა, ალვეშმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამოტოვოს, რომელსაც “სელესაო” შვეიცარიის ნაკრებთან გამართავს.

 

კარიკატურა: ალვეში იტალიის სიამაყით სადილობს (ფოტო)

კრიშტიანუ რონალდუმ ვიგოს “სელტას” დუბლი შეუსრულა. სწორედ პორტუგალიელის კარგმა გამოსვლამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მადრიდელებმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგეს და “ბარსელონა”, ფაქტობრივად, გამოთიშეს ლა ლიგის თასისთვის ბრძოლას. პარალელურად კი, სწორედ “ბარსადან” “იუვენტუსში” წასული დანიელ ალვეში კიდევ უფრო დიდ “განცხრომაშია”. ბრაზილეილმა უკვე მოიგო იტალიის თასი, ძალიან ახლოს არის სერია ა-ს მორიგ ტიტულთან და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზებს.

ომარ მომანიმ რონალდუსა და შემდეგ ალვეშის სიტუაცია ერთ კარიკატურაში წარმოგვიდგინა.

“იუვენტუსმა” “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ათი კაცით დაიწყო – სად იყო ალვეში? (ვიდეო)

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” “კამპ ნოუზე” იღებს.

უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა შეხვედრის დასაწყისში: არბიტრის სასტარტო სასტვენის დროს, “ბლაგურნას” ყოფილი და იტალიელთა ამჟამინდელი მარჯვენა მცველი, დანიელ ალვეში მოედანზე არ იმყოფებოდა. მან “ბარსას” ფეხბურთელები და მწვრთნელები უცებ მოიკითხა და შემდეგ მინდორზე შევარდა.

 

დანი ალვეში: “პსჟ”? “ბარსას” შეუძლია!..”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “პსჟ”-მ “ბარსელონას” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. კატალონიელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვთ, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შანსი არც ისე დიდია.

დანი  ალვეშის აზრით, მის ყოფილ თანაგუნდელებს შეუძლიათ, რომ “კამპ ნოუზე” სასწაული მოახდინონ, ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრან და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“ქამბექი” რთული იქნება. იმის გამო კი არა, რომ “ბარსელონა” სუსტი გუნდია, არამედ მისი მეტოქე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ისინი მუდამ პრესინგზე არიან გადართულნი და შეტევის საშუალებას არ გაძლევენ.”

“მინდა, რომ “ბარსას” ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნონ. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია. თუ ვინმეს ან რამეს შეუძლია “ქამბექი” და რთული სიტუაციიდან გამსოვლა, ამის პირველი კანდიდატი “ბარსელონას” მექანიზმია,” – აცხადებს ბრაზილიელი მარჯვენა მცველი.

„ბარსელონა“ ალვეშს იაფად გაუშვებს?

გამოცემა „Mundo Deportivo“-ს ვარაუდით, იქედან გამომდინარე, რომ ბრაზილიის ნაკრების მცველ დანი ალვეშს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი შემდეგ წლამდე აკავშირებს, კატალონიური კლუბი სამხრეთ ამერიკელის მიმდინარე ზაფხულს გაშვებას შეეცდება.

წყაროს ვერსიით, ამის ალბათობას ისიც ზრდის, რომ შარშან კლუბმა დავიდ ვილია მადრიდის „ატლეტიკოში“ მხოლოდ 2,1 მილიონ ევროდ გაუშვა.

აქამდე ცნობილი იყო, რომ „ბლაუგრანასის“ ხელმძღვანელები ალვეშის ადგილას „პარი სენ-ჟერმენის“ მცველის მარკინიოსის მოყვანას გეგმავდნენ. თუმცა, დიდი ალბათობით, კატალონიელები „ფიორენტინაში“ მოთამაშე კოლუმბიელს ხუან კუადრადოს დაიმატებენ.

დანი ალვეშმა „ბარსელონადან“ წასვლის ვარიანტი არ გამორიცხა

ევროპული პრესა 31 წლის ბრაზილიელი მცველის დანიელ ალვეშის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ბოლო დროს ხშირად წერს.

თავად მოთამაშემ მოვლენების ასეთი განვითარება თავის ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა:

„ბარსელონაში“ თამაშის მიღების შანსი ძალიან რთულია, თუმცა, მოსწონს ხალხს ეს თუ არა, მე უკვე ამ კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდი. მჭირდება ენერგია, რომელიც მოტივაციას მომიმატებს, მე ოპტიმისტი და ბედნიერი ადამიანი ვარ.

ასეთი ყოველთვის ვიყავი.  ხალხისთვის ხშირად შედეგს არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ყურადღებას იმას აქცევენ, თუ ვისი წყალობით მიაღწია გუნდმა ამა თუ იმ შედეგს. ენერგიის ძალის ნამდვილად მჯერა, ამ ძალით ვცხოვრობ, თუ უარყოფით ემოციებს იქმნი, მაშინ საქმე ცუდად გექნება.

თუ ეს ენერგია შევინარჩუნე, მაშინ, დიდი ალბათობით, სხვა კლუბში გადავალ. თუ „ბარსაში“ ამ ზახულს დავრჩები, მაშინ კლუბში ცვლილებები უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი