სინგაპურში წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში ლონდონის „არსენალი“ ადგილორბივი კლუბების მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდა. არსენ ვენერის გუნდმა ხსენებული მატჩ ანგარიშთ 4:0 მოიგო.
30-ე წუთზე ანგარიში ჩუბა აკპომმა გახსნა, ნახევარ საათში კი გოლი ჯეკ უილშირმაც გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 76-ე წუთზე „მეთოფეებმა“ კიდევ ერთი 11-მეტრიანის შესრულების უფლება მიიღეს – ნიშნულთან მისულმა აკრომმა დუბლი შეასრულა. სამ წუთში მან ჰეთთრიკი შეასრულა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 4:0.