კოსელნი: “არსენალს” მატჩის მიმდინარეობისას ისევ ჩაეძინა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონის “არსენალმა” გასვლაზე “პარი სენ-ჟერმენთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. “მეთოფეთა” მცველმა ლორენ კოსელნიმ მატჩის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილება ჟურნალისტებს გაუზიარა.

“პარიზში მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა გოლი პირველივე წუთზე გავუშვით და ამოცანა გართულდა. საერთო ჯამში, ფრე კარგი შედეგია. თამაშში დაბრუნება შევძელით, მაგრამ ერთი ფაქტი მაშინებს: პრემიერლიგაში “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ჩაგვეძინა. დღესაც ანალოგიური რამ მოხდა. ეს რამენაირად უნდა შევცვალოთ. ძლიერები უნდა ვიყოთ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე. ორივე გუნდი ცდილობდა კარგი ფეხბურთის ჩვენებას, მშვენიერი თამაში გამოვიდა”, – კოსელნის კომენტარი “ბიბისიმ” გამოაქვეყნა.

კოსელნიმ „არსენალთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „არსენალმა“ კლუბის მცველ ლორან კოსელნისთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების ვადა არ ხმაურდება, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტი 2019 წლამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კოსელნი „მეთოფეთა“ ღირსებას 2010-11 წლების სეზონიდან იცავს. მანამდე ფრანგი მცველი „ლორიენში“ თამაშობდა.

ლორან კოსელნიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი