კოსელნიმ „არსენალთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

ლონდონის „არსენალმა“ კლუბის მცველ ლორან კოსელნისთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხელშეკრულების ვადა არ ხმაურდება, თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტი 2019 წლამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის კოსელნი „მეთოფეთა“ ღირსებას 2010-11 წლების სეზონიდან იცავს. მანამდე ფრანგი მცველი „ლორიენში“ თამაშობდა.

ლორან კოსელნიმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი