დიეგი კოშტამ ლონდონის “ჩელსი” დატოვა და მადრიდის “ატლეტიკოში” დაბრუნდა. თუმცა, სტრანფერო ბანის გამო, ბრაზილიური ფესვების მქონე თავდამსხმელი, 2018 წლამდე ვერ დაეხმარება გუნდს.
“ლურჯების” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა.
“დიეგომ იცოდა, რომ თუ ის “ატლეტიკოში” დაბრუნდებოდა, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებდა. რთული სიტუაცია იყო როგორც “ჩელსის” მესვეურებისთვის, ასევე თვითონ ფეხბურთელისთვისაც. ჩემზე რომ ყოფილიყო, მას დარჩენას ვურჩევდი. დიეგოს არასდროს ვთვლიდი ჩემს კონკურენტად. მიმაჩნია, რომ ის ბოლო წლების საუკეთესო თავდამსხმელია.”
“კოშტასთან შეთამაშებული ვიყავი. მას შეეძლო, წაეკითხა ჩემი პასი და იქიდან მიღებული ბურთი კარში გადაეგზავნა. ახლა მას დიდ წარმატებას ვუსურვებ!” – აცხადებს ესპანელი.