კევინ გარნეტი: „ნეტსმა“ ორშაბათს უნდა მოიგოს“

სერიის მესამე მატჩში „მაიამი ჰიტთან“ მოგების შემდეგ (104:90, 2:1) „ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა კევინ გარნეტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი, ვალდებულია, შემდეგი საშინაო მატჩი მოოიგოს.

„ორშაბათს უნდა გავიმარჯვოთ. სერიაში მოგების მინიმალური შანსიც კი უნდა შევინარჩუნოთ. ვთვლი, რომ საშინაო შეხვედრაში მოგება აუცილებელია“, – განუცხადა გარნეტმა The Associated Press-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი