მოკლემეტრაჟიანი ფილმი — Pass it on

ამერიკელმა რეჟისორმა ჯერომ თელიამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ფილმის მთავარი გმირი ადგილობრივი სოფლის ბავშვებისთვის ნაგვის ნარჩენებისგან და ბაწრისგან ბურთს შეაკოწიწებს.

ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახელია Pass it on.

გთავაზობთ ფილმს.

 

ჩვენი ფეხბურთი – მილანის ფესტივალის ლაურეატი გახდა

კინორეჟისორ გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით – ჩვენი ფეხბურთი, რომლის პრემიერაც კინოს სახლში 5 ივლისს შედგა და მას ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, იტალიის ქალაქ მილანში გამართული სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი მოიპოვა ნომიანაციაში – საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ფეხბურთზე. ნოემბრის თვეში კი ტაშკენტში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზეც სახელწოდებით – „სპორტი კინოსა და ტელევიზიაში”, ფილმი საუკეთესო დოკუმენტურ ნამუშავართა შორის დასახელდა და მილანის კინოფესიტვალის საგზური მოიპოვა.

FCDinamo.GE