რასიზმთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა პრესასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, რომლის გამოც ბოდიშის მოხდა სურს.
„რასისტი არ ვარ. საშინელი შეცდომა დავუშვი. აქ იმისთვის ვარ, რომ მოგიბოდიშოთ.
ამ ლიგის წევრი ვარ, რომელმაც შეცდომა დაუშვა. აქ 35 წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ მხოლოდ პირველი შეცდომა დავუშვი. ეს ლიგა და ჩემი პარტნიორები ძალიან მიყვარს. ნუთუ, ერთი შეცდომის უფლება აქ მაქვს? ეს დიდი შეცდომა იყო და მას არასდროს გავიმეორებ.
თუ ჩემი რომელიმე კოლეგა, თვლის, რომ პატიებას ვიმსახურებ, ამის შესახებ აუცილებლად იტყვის“, – განუცხადა სტერლიგმა CNN-ს.
ალექსანდრე მატევოსოვი