ჩავი: “ინგლისს ევროპის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს”

მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ჩავი თვლის, რომ როი ჰოჯსონის გუნდს ევრო-2016-ის მოგების რეალური შანსი გააჩნია.

“ვფიქრობ, რომ ინგლისს ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

სანამ ჩვენ ჩვენს პირველ ტიტულს მოვიგებდით, ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რამეთუ წარსულში მეოთხედფინალური ეტაპიდანაც ვერ ვახერხებდით გასვლას. ჩვენი დონიდან გამომდინარე ზეწოლა ძალიან დიდი იყო, რაც უარყოფითად მოქმედებდა.

მსგავსი პრობლემა იყო ინგლისის შემთხვევაშიც – მათ ოქროს თაობაზე (ლამპარდი, სქოულზი, ბექჰემი, ჯერარდი) ზეწოლა ძალიან დიდი იყო, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.

ახლა სხვა დროა, კეინის, სტერლინგის, დელე ალისა და “ლესტერში” მოთამაშე ინგლისელების დრო. მათ უფლება აქვთ გავიდნენ და უბრალოდ ლაღი ფეხბურთი ითამაშონ. თუ უეინ რუნიც დაბრუნდება, მაშინ მათი შანსები ნამდვილად რეალური იქნება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ნაცვლად ჯონ ტერი დუბაიში ერთობა

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნობიდან თვითმფრინავიდან გადმოხტომას შორის განსხვავება არც ისე დიდი ყოფილა … ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული მცველი, ჯონ ტერი დუბაიში ერთობა.

როგორც იცით, ჯონ ტერის ნაკრებში 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ამ უკანასკნელმა სანაკრებო კარიერა ‘ანტონ ფერდინანდის სკანდალის’ შემდეგ დაასრულა.

“სქაიდაივინგი დუბაიში. შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. აქიდან პალმის ხედი მართლაც რომ ულამაზესია. სქაიდაივინგს ჩემი სიიდან ამოვშლი.” – ვკითხულობთ მის ინსტაგრამზე.

ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.

არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.

ფლორესი: “დინი ინგლისისთვის იდეალური ვარიანტია”

“უოტფორდის” თავკაცს, კიკე სანჩეს ფლორესს სჯერა, რომ ტროი დინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას შეძლებს.

 

“ტროის ინგლისური ფეხბურთი 100%-ით ესმის. მას კეინთან და ვარდისთან ერთად შეუძლია მუშაობა. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ სტილს მოერგოს.

 

 

ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში თამაშის შანსს. თუმცა ამის თაობაზე როი ჰოჯსონთან ჯერ არ მისაუბრია. ძალიან მესიამოვნება, თუკი ის ჩემს ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს.” – განაცხადა ფლორესმა.

ჰოჯსონმა ოსტინს, ვარდის და ჰიტონს უხმო

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა მომდევნო მატჩებისთვის შემადგენლობას უხმო.

england

ოსტინისთვის, ვარდისთვის და ჰიტონისთვის ეროვნულ გუნდში პირველი გამოძახებაა.

აქვე დავამატებთ, რომ 7 ივნისს “სამი ლომი” ამხანაგურად ირლანდიას გაეჯიბრება და ერთ კვირაში ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სლოვენიას შეერკინება.

იტალიამ და ინგლისმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური შეხვედრა ტურინში, სადაც იტალიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს დაუზავდნენ.

იტალია 1-1 ინგლისი

გოლი: პელე 29 – თაუნსენდი ’79

სტერლინგი: “იმედი მაქვს, “არსენალთან” ვითამაშებ”

“ლივერპულის” ლიდერს მცირე დაზიანების გამო ინგლისის ეროვნული ნაკრების მატჩში მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა.

რაჰიმი ლივერპულში ფეხის ტრავმით დაბრუნდა, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან თამაშს ვერ მოახერხებს.

ფეხბურთელი გაივლის სპეციალურ სამედიცინო კურსს და გაირკვევა, შეძლებს თუ არა 4 აპრილს, “არსენალის” წინააღმდეგ თამაშს.

“რამდენიმე დღეში გვეცოდინება, შევძლებ თუ არა “არსენალთან” თამაშს,”-განაცხადა სტერლინგმა.

“ლივერპული” ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო “მეთოფეებს” ექვსი ქულით ჩამორჩებიან.

რაჰიმ სტერლინგმა ამ სეზონში ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე პასი გააკეთა.

ჰოჯსონმა ლიტვისთვის და იტალიისთვის ფეხბურთელებს უხმო – ახალი კეინია

“ტოტენჰემის” თავდამსხმელს ინგლისის ნაკრებმა მომდევნო მატჩებისთვის უხმო.

როგორც მოსალოდნელი იყო, როი ჰოჯსონმა ჰარი კეინს ნაკრებში დაუძახა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 14 გოლი გაიტანა.

ეურო 2016 წლი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ლიტვის ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო ამხანაგურად იტალიას.

მეკარეები: ჯო ჰარტი(მან.სიტი), ფორსტერი(საუთჰემპტონი)

მცველები: ბეინსი(ევერტონი), კეჰილი(ჩელსი), გიბსი(არსენალი), კლაინი(საუთჰემპტონი), იაგელკა(ევერტონი), ჯონსი, შოუ, სმოლინგი(სამივე მანჩესტერიდან), უოკერი(ტოტენჰემი)

ნახევარმცველები: ბარკლი(ევერტონი), კერიკი(მანჩესტერი), ჰენდერსონი, სტერლინგი, ლალანა(სამივე ლივერპულიდან), დელფი(ასტონ ვილა), მილნერი(სიტი), უოლკოტი(არსენალი), თაუნსენდი(ტოტენჰემი)

თავდამსხმელები: კეინი(ტოტენჰემი), სტარიჯი(ლივერპული), უელბეკი(არსენალი), რუნი(მანჩესტერი)

ჰოჯსონი: „მჯერა, რომ ინგლისის ნაკრებს მუნდიალის მოგება შეუძლია“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი გუნდის წარმატების სჯერა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს მუნდიალის მოგების პოტენციალი აქვს. თუმცა ეს მხოლოდ სიტყვებია. არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც სიტყვებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

თუ მოგება გვსურს, მაშინ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. ნიჭერმა მოთამაშეებმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ“, – განაცხადა ჰოჯსონმა.

შეგახსენებთ, რომ მუნდლიასთვის საბოლოო განაცხადი ჰოჯსონმა დღეს წარადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი