სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის გადაწყვეტილება

თბილისის სპორტის სასახლეში  2014 წლის 9 მაისს  სუპერლიგის პლეიოფის მატჩის („დინამო“-„ბათუმი“) დროს მომხდარი ინციდენტის შესახებ დღეს სადისციპლინო -ტექნიკურმა კომისიამ კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში იმსჯელა და დაადგინა:

–         სუპერლიგის დებულების 21.22 მუხლის თანახმად „ბათუმის“ მოთამაშე N35 ჯეიმი ჯექსონი საკუთარი გუნდის წევრის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებულია 5 (ხუთი) თამაშით და მას დაეკისრა ფულადი ჯარიმა  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 სადისციპლინო -ტექნიკურმა კომისიამ ასევე იმსჯელა  2014 წლის 10 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის  პლეიოფის “არმია”-“ქუთაისის” მატჩზე მომხდარი ინციდენტის შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

–         სუპერლიგის დებულების 21. 1.1. მუხლის შესაბამისად „ქუთაისის გუნდის მოთამაშე N4 ზაურ ფაშაევი დისკვალიფიცირებულია 2 (ორი)  თამაშით და მას დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 

gbf.ge