გასოლმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჩემს მომავალთან დაკავშირებით დრამის მოწყობას არ ვაპირებ. ყველაფერს კარგად განვიხილავ და გადაწყვეტილებას მივიღებ. მემფისთან ბევრი რამ მაკავშირებს, აქ საუბარი არამხოლოდ კალათბურთზეა. 2001 წლიდან აქ ჩემი ნამდვილი ოჯახი იმყოფება“, – ციტირებს გასოლს ESPN-ი.

გასოლი: „გოლდენ სტეიტი“ ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა“

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის პირველი მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი დამარცხდა.

„ვფიქრობ, თამაშში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. „გრიზლისი“ „გოლდენ სტეიტზე“ ძლიერი ვერ აღმოჩნდა. იმედია, შემდეგ შეხვედრაში ყველაფერი გამოგვივა. უპირატესობის მოსაპოვებლად უკეთესი სტილით უნდა ვთამაშობდეთ“, – ციტირებს ესპანელს ESPN-ი.

ცნობისთვის, „მემფისმა“ ანგარიშთ 86:101 წააგო, გასოლმა კი ხსენებულ მატჩში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

გასოლმა სეზონში მეორე დაბლ-დაბლი შეასრულა

„მემფისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა „პორტლენდთან“ პლეიოფის პირველი რაუნდის მეხუთე მატჩში დაბლ-დაბლი შეასრულა. ხსენებულ შეხვედრაში ესპანელის მონაგარმა 26 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ბლოკშოთ შეადგინა. ჯამში გასოლმა 38 წუთის განმავლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი „დათვების“ გამარჯვებით 99:93 დასრულდა, რითაც მათ სერია 4:1 მოიგეს.

გამწარებულმა მარკ გასოლმა თავისი მაისური დახია

„მემფის გრიზლისისა~ და „საკრამენტო კინგზის“ მატჩში ერთი კურიოზული მონენტი მოხდა, როდესაც მარკ გასოლმა საშუალო დისტანციიდან ბურთის ჩაგდება ვერ შეძლო, რის შემდეგაც თავისი მაისური დახია.

მატჩის დასრულებამდე 0,1 წამით ადრე გასოლის ბრწყინვალე ჩაგდება (ვიდეო)

„ჰიუსტონთან“ მატჩის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე, როდესაც ანგარიში 100:100 იყო, „მემფისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მარკ გასოლმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მარკ გასოლი: „მემფისი ჩემთვის ბევრს ნიშნავს“

„მემფის გრიზლისის“ ცენტრმა მარკ გასოლმა კლუბში დარჩენის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„კლუბი და ქალაქი მემფისი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. აქედან წასვლა ძალიან გამიჭირდება. მომავლის შესახებ კონკრეტულად რამის თქმა არ შემიძლია, ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ.

შესაძლოა, ყველაფერი მიმდინარე სეზონში „გრიზლისის“ შედეგებმა გადაწყვიტონ, თუმცა პლეიოფში ამაზე არ ვიფიქრებ“, – ციტირებს გასოლს „USA Today Sports“-ი.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი კალათბურთელით „ნიუ-იორკ ნიქსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „სან-ანტონიო სპურსი“ ინტერესდებოდნენ.

„ლეიკერსის“ თავკაცი: „მარკ გასოლი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია“

„მემფის გრიზლისთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩის წაგების შემდეგ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბაირონ სკოტმა აღნიშნა, რომ მარკ გასოლი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა.

„ჩემთვის ნათელია, რომ მარკ გასოლი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრია. დღეს ამასთან ახლოსაც ვერავინ მივა“, – სკოტის ამ სიტყვებს „ტვიტერზე“ მიმომხილველი ბაკსტერ ჰოლმსი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში გასოლი სრულყოფილი თავისუფალი აგენტი გახდება და, გამორიცხული არაა, იგი სწორედ კალიფორნიულ კლუბში გადაბარგდეს.

„მემფისი“ გასოლის შენარჩუნებას ცდილობს

„მემფის გრიზლისის“ ხელმძღვანელობას ცენტრ მარკ გასოლთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

„დიახ, გასოლთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას ვგეგმავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მემფისი არც ლოს-ანჯელესია და არც მაიამი და ჩვენი კლუბის ისტორია იმდენად დიდებული არაა. მაგრამ, ასეა თუ ისე, მარკის დონის მოთამაშის შენარჩუნებას მაინც შევეცდებით“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა მენეჯერმა კრის უოლესმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მქომედი კოტნრაქტი მხარეებს 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.

მარკ გასოლი: „მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებ“

„მემფის გრიზლისისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრმა მარკ გასოლმა განაცხადა, რომ საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

„ნაკრების შემადგენლობაში ვიქნები. ჩემთვის სეზონი ერთი კვირის წინ დასრულდა და მოედანზე სიამოვნებთ დავბრუნდები“, – განუცხადა გასოლმა ACB.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი