„მადლობა ქართულ რაგბს“ – კომპანია „ნატახტარის“ საჩუქარი ქართულ რაგბს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, კომპანია “ნატახტარმა” 2015 წლის მსოფლიო თასსზე გასვლა მიულოცა და ბონუსის სახით 150 ათასი დოლარი გადასცა.

დაჯილდოვებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მორაგბეებს იმ წარმატებებისთვის, რაც საქართველოს მოუტანეს. მინისტრს სპორტში შეტანილი წვლილისთვის კომპანია “ნატახტარმა” საპატიო სიგელი გადასცა.

“კომპანია “ნატახტარამა, მშვენიერი საღამო მოაწყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გვაზეიმოს ის დიდი გამარჯვებები, რაც რაგბმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა “ნატახტარს” მხარდაჭერისთვის, ეს იმის დასტურია, რომ ბიზნესი აქტიურად მონაწილეობს სპორტულ საქმიანობაში და მისი როლი განუყოფელია სპორტის განვითარებაში”, – აღნიშნა ლევან ყიფიანმა.

“დღეს, შეთანხმებისამებრ, კომპანია “ნატახტარი” ბონუსის სახით რაგბის კავშირს ურიცხავს 150 ათას ამერიკულ დოლარს ბონუსის სახით. გარდა ამისა, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის სახელით, ყველა იმ ადამიანს და იმ ორგანიზაცია, რომელმაც ქართული რაგბის წარმატებაში შეიტანა თავისი წვლილი”, – განაცხადა ნატახტარის მარკეტინგის დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

საღამოზე შეკრებილები იყვნენ მორაგბებთან ერთად სპორტული მედიის წარმომადგენლები და ცნობილი რაგბის გულშემატკივარი.

კომპანია ნატახტარმა საპატიო სიგელებით ჟურნალისტებიც დააჯოლდოვა, მათ შორის, ზაალ გიგინეიშვილი, თემურ ჯაფარიძე, დავით მინაშვილი, ლაშა დვალიშვილი, ვოვა ნიკოლეიშვილი, ელენე ბილიხოძე, დიმა ობოლაძე, ზურა ქსოვრელი, ბესო ჯანგავაძე, აკაკი გვიმრაძე, გოგიტა ბუხაიძე, თამუნა ყულუმბეგაშვილი, დავით ხვადაგიანი, ნიკა რამიშვილი, ირაკლი დათეშიძე, გია გორგოძე.

საღამოს ასევე ესწრებოდნენ ინგლისის რაგბის კავშირის, ესექსისა და კენტის საგრაფოების რაგბის კავშირების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მსოფლიო თასის მემკვიდრეობის პროექტის – ‘ერთობის პროექტი’, ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

Rugby.GE