კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ჩოგბურთელობის შემთხვევაში, 50 გრანდ სლემს მოიგებდა.
ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი ჩოგბურთელობის შემთხვევაში, 50 გრანდ სლემს მოიგებდა.
ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს
კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა ჟურნალისტებთან ყოფილ თანაგუნდელზე, ნეიმარზე ისაუბრა.
“ნეიმარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა, ზოგჯერ მისნაირები საუკეთესო გუნდებს არ ირჩევენ. ჩვენ მისი წასვლისთ გამოწვეული ვაკუუმი კოლექტიური მუშაობით ამოვავსეთ. ვიშრომეთ, როგორც შესაძლებელი იყო და შევძელით, რომ სეზონის ამ ეტაპამდე მრავალი გამარჯვებისთვის მიგვეღწია.”
“ელ კლასიკო?” ერთ-ერთ გუნდს სევდიანი შობა ექნება. ვხუმრობ, ეს ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გვაქვს შანსი, გამარჯვებას მოვაღწიოთ. ამ მატჩში ამი ქულის მოპოვება წლის საოცარი დასარული იქნება,” – აცხადებს რაკირიტიჩი.
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა მოსისხლე მტრის ფეხბურთელის, კრიშიტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ასევე, მან საკუთარ თანაგუნდელზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გააკეთა კომენტარი.
“რონალდუ უიღბლოა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ხანაში მოუწია ასპარეზობა. მიუხედავად კრიშტიანოსადმი დიდი პატივისცემისა, ვიტყვი, რომ მესი უნიკალურია. თუმცა, პორტუგალიელს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშესთან უწევს პაექრობა, რაც მისთვის კონკურენციის თვალსაზრისით, კარგია. ის მუდამ მოტივირებულია.”
“გიკვირთ ტერ შტეგენის ასეთი პროგრესი? მისი სეივები სულაც არაა გამაკვირვებელი, რადგან გერმანელი ყოველ მომენტში ვითარდება. ის მსოფლიოს ყველაზე კარგ კიპერებს შორისაა. დიდი კომფორტია, როცა ზურგს ასეთი მეკარე გიმაგრებს,” – ამბობს ხორვატი.
კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარის წასვლის შემდეგ ცდილობს, რომ შეტევის ხაზი გააძლიეროს.
ესპანელთა სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი “ბენფიკასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც ის მარტიალს აკვირდებოდა. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ფრანგი ფეხბურთელით “ბარსელონა” სერიოზულად დაინტერესდა და მოლაპარაკება ინგლისელებთან უკვე დაიწყეს.
თავის მხრივ “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა შეელიოს მარტიალს, იმ შემთხვევაში თუ კატალონიელები რაკიტიჩს დათმობენ.
ივან რაკიტიჩმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ესპანურ გამოცემა, Marca-სთან. განსაკუთრებით აღსანიშნავი მონაკვეთი ისაა, როდესაც ხორვატი საკუთარი ოჯახის კატალონიურ ცხოვრებაზე ყვება. რაკიტიჩმა აღიარა, რომ იგი ბარსელონას ისეთ უბნებში, სადაც ტურისტების სიმრავლეა, არასდროს ყოფილა. მაგალითად, ასეთია საყოველთაოდ ცნობილი ლას რამბლასი.
“ბლაგურნას” ფეხბურთელი კასტელდეფელსში ცხოვრობს. ესაა უბანი, რომელშიც ბევრი ვარსკვლავის სახლია განლაგებული. მათ შორის – ლიონელ მესის.
გთავაზობთ ივანის საინტერესო კომენტარს.
“როცა ტიტულები მოვიგეთ, მაშინ ბარსელონას გამორჩეული ადგილები ავტობუსის მეორე სართულიდან ვნახე. სხვა დროს ტურისტულ ნაწილებში არასდროს ვყოფილვარ. მაგალითად, ოჯახთან ერთად არასდროს წავსულვარ ლას რამბლასში და მონტიუკში.”
“საბედნიეროდ, არ მქონია პრობლემები ჩემს მზეობლებთან, განსხვავებით, მესისგან. ლეომ საკუთარი მეზობლის სახლი იმიტომ იყიდა, რომ მისი გვერდითა ბინადარი ძალიან ხმაურიანი იყო,” – გაუმხილა საზოგადოებას აღნიშნული ფაქტი რაკიტიჩმა.
ბოლო დროს ბევრი იწერება კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ივან რაკიტიჩის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით. ამ სეზონში ხორვატს რამდენიმე შეხვედრის სათარაგო სკამიდან დაწყებამ მოუწია. მას კონკურენციას ანდრე გომეში, დენის სუარესი, არდა თურანი და რაფინია უწევენ.
“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ხორვატზე ისაუბრა.
“ივან რაკიტიჩი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მომავალშიც ასე იქნება. იგი დიდ როლს თამაშობს ჩვენს წარმატებაში.”
“ბლაგურნა” აუცილებლად შეეცდება ხორვატის შენარჩუნებას. იგი ნახევარდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა,” – აცხადებს ლუის ენრიკე.
რამდენიმე ხანია იწერება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველით, ივან რაკიტიჩით.
ესპანური წყარო, Mundo Deportivo იტყობინება, რომ ხორვატმა ნახევარმცველმა უკვე გადაწყვიტა, ჟოზე მოურინიოს კლუბში არ გადავიდეს და “ბარსასთან” ახალ კონტრაქტს მოაწეროს ხელი. იმავე გამოცემის თანახმად, აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე მოლაპარაკებები “ბლაგურნას” ხელმძღვანელობასა და რაკიტიჩს შორის მალე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ივანი 2014 წლის ზაფხულზე მივიდა “ბარსელონაში” და მის შემდეგ გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მართალია, დენის სუარესისა და ანდრე გომეშის მოსვლის შემდეგ, მისი როლი შედარებით შესუსტდა, თუმცა ესპანელებს 28 წლის ფეხბურთელს ძალიან ბევრ მატჩში სწორად იყენებენ და, დიდი ალბათობით, გამოიყენებენ კიდეც.
საკმაოდ ცნობილი გამოცემის, Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირებითაა დაინტერესებული.
როგორც იცით, ბოლო დროს წარმოშობით ხორვატი ფეხბურთელი “ბარსას” ნახევარდაცვის განუყოფელი ნაწილი გახდა ანდრეს ინიესტასა და სერხიო ბუსკეტსთან ერთად, რაც მისი გადაბირების შანსებს ძალიან ამცირებს.
თუმცა, დენის სუარესის პროგრესმა შესაძლოა, 28 წლის რაკიტიჩის მომავალს ხელი შეუშალოს, ჟოზე მოურინიო კი მას ძირითადში გარანტირებულ ადგილს პირდება.
ასე რომ, თუ რაკიტიჩი “ბარსელონასთან” არსებულ კონტრაქტს (2019 წლამდე აკავშირებს) გაწყვეტს, მას პოლ პოგბასთან ერთად თამაშის შესანიშნავი შანსი მიეცემა.
როგორც იცით, 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. “ოქროს ბურთი” ლიონელ მესის გადაეცა, მეორე ადგილი კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა, მესამე – ნეიმარმა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, გაირკვა, თუ რომელი ფეხბურთელები შეიყვანა სამეულში ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისს კაპიტანმა, ნეიმარმა.
ფიფას ვებ-გვერდის ცნობით, “ბარსელონას” თავდამსხმელმა ასეთი არჩევანი გააკეთა:
1. ლიონელ მესი
2. ლუის სუარესი
3. ივან რაკიტიჩი
6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის გამართულ მატჩში ივან რაკიტიჩმა ბასტიან შვაინშტაიგერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
11 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “სევილიამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი “სევილიას” გულშემატკივრებთან მივიდა და რამდენიმე მათგან თავისი მაისური და ბუცები უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფეხბურთელი “სევილიას” ღირსებას რამდენიმე სეზონის განმავლობაში იცავდა.
24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, კატალონიელთა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მეტოქე ლამაზი ფინტით მოატყუა.