როგორ აართვა ივან რაკიტიჩმა ბურთი “ატლეტიკოს” ფეხბურთელს (ვიდეო)

გასულ უქმეებზე, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ შეხვედრაში ივან რაკიტიჩმა ხესუს ხამესს ბურთი შესანისნავად აართვა.

რაკიტიჩი : ”მესი საუკეთესოა და ის უნდა დარჩეს გუნდში”

კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელი ივან რაკიტიჩი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საქმე კი ლიონელ მესის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხება.

”მესი საუკეთესოა და ის გუნდში უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, ლეოს მომავალი  მისი გადასაწყვეტია, მაგრამ როგორც მის თანაგუნდელს, მინდა, რომ ის გუნდში კიდევ დარჩეს. მე ვიცი, რომ მას ჯერ კიდევ კონტრაქტი აკავშირებს ”ბარსასთან”. ვიმედოვნებ, რომ ის აქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. გუნდს სურს, რომ ლეოსთან ერთად კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ მესის კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება.

რაკიტიჩი: “მესი გასაოცარი ფეხბურთელია”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეული ივან რაკიტიჩი ლიონელ მესის აქებს და ამბობს, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია.

“მსოფლიოს ჩემპიონატის გამო ლეო “ბარსელონაში” მოგვიანებით დაბრუნდა, ამის გამო მასთან ერთად მხოლოდ რამდენიმეჯერ ვივარჯიშე. ზოგჯერ ვარჯიშის მიმდინარეობისას ვჩერდები და მას ვუყურებ. მისით აღტაცებული ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია”, – ამბობს რაკიტიჩი.

ივან რაკიტიჩის ჩინებული პასი

14 მაისს, ევროპის ლიგის ფინალში, “სევილიასა” და “ბენფიკას” შორის გამართულ მატჩში, სევილიელმა ივან რაკიტიჩმა თანაგუნდელს ჩინებული პასი გაუკეთა.