ლონდონის “არსენალის” ყოფილი კაპიტანი და დამცველი, ტონი ადამსი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც არსენ ვენგერს მისთვის არაფერი არ უსწავლებია.
“მატჩისთვის მზადებაში და ანალიზში ვენგერი ყველას ჯობდა. ფეხბურთელებთანაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, ის ფსიქოლოგის როლსაც კი თამაშობდა.
ყველაფრის მიუხედავად, მას ჩემთვის არაფერი უსწავლებია, არც ის როგორ უნდა დავიცვა და არც სხვა რამე. მას არც ვინთერბარნისთვის, სტივ ბოულდისთვის, დეივ სიმენისთვის და არც ლი დიქსონისთვის უსწავლებია რამე.
ვენგერი კლუბიდან მაისში უნდა წასულიყო. მისი სახელი ყოველთვის ყველას ემახსოვრება, მაგრამ პირადად ჩემი გადმოსახედიდან, არსენი “ჩელსისთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უნდა წასულიყო,” – აცხადებს ადამსი.