ბულგარელმა ფანებმა თასის ფინალში მოედანზე ცეცხლი დაანთეს

15 მაისს, ბულგარეთის თასის ფინალში ერთმანეთს “ბოტევ პლოვდივი” და “ლუდოგრეცი” დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელმა მინიმალური სხვაობით 0:1 მოახერხა.

ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ თამაში დაახლოებით 17 წუთის მანძილზე შეწყვეტილი იყო, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ “ბოტევ პლოვდივის” ფანებმა მოედანზე ცეცხლი დაანთეს.