ანრი კლასს არ კარგავს – როგორ ამუშავებს ბურთს ვეტერანი ფეხბურთელი

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აჩერებს ბურთს ტიერი ანრი.

ტიერი ანრიმ თავისი ლეგენდარული ფინტი გაიმეორა

20 ივლისს, MLS-ში “ნიუ იორკ რედ ბულზმა” საკუთარ მოედანზე “სან-ხოსე ერტკვეიკსი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტიერი ანრიმ თავისი საფირმო მოძრაობა გაიმეორა.

ანრი: “ამერიკელებო, რატომ უწოდებთ ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთს?”

ინგლისში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, ტიერი ანრიმ ჯერ “ბარსელონას” მიაშურა, შემდეგ კი სათამაშოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა.

“ნიუ იორკ რედ ბულზის” ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ ამერიკულ სატელევიზიო შოუში ჰყავდათ მიწვეული, სადაც მან ამერიკული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

“ამერიკელებო, მე არ მესმის რატომ უწოდებთ ამერიკულ ფეხბურთს ფეხბურთს. თქვენ ხომ მისი თამაშისას ფეხს არ იყენებთ”, – ამბობს ანრი.