საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში, ეგრედ წოდებულ „ლებ გოლდში“ გააგრძელებს, ბურჯანაძემ კონტრაქტი ლა კორუნიას „ლეიმა ბასკეტთაბნ“ გააფორმა.
ბურჯანაძემ გასული 3 წელი პირმერადივიზიონის „კახასოლში“ გაატარა, თუმცა ამ გუნდში თამაში მას იშვიათად უწევდა და არჩია, იქ წასულიყო, სადაც ხანგრძლივად ითამაშებდა. „ლეიმა ბასკეტი“ გასულ სეზონში პლეი იფში გავიდა და მეოთხედფინალში „ოვიედოსთან“ 0:2 დამარცხდა.
„ლებ გოლდში“ სეზონი დაწყებულია. 3 ოქტომრებს ლაკორუნიელებმა „ლეიდას“ 71:64 მოუგეს. მორიგი მატჩი 11 ოქტომბერს ვალიადოლიდში გაიმართება და სავარაუდოდ, წორედ ამ შეხვედრაში უნდა შედგეს ბურჯანაძის დებიუტიც.
gbf.ge