„მონაკომ“ მომავალი სეზონის ფორმა წარადგინა

დღეს „მონაკომ“ 2014-15 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ კლუბს სპორტული ეკიპირების ფირმა „ნაიკი“ შემოსავს. ფორმა „მონაკოს“ კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილია – შეფერილია დიაგონალური წითელი და თეთრი ფერებით.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში „მონაკო“ 9 ქულით ჩამორჩა ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ და მეორე ადგილი დაიკავა.