კევინ ლავით ერთდროულად 16 კლუბი ინტერესდება

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ მთავარი ვარსკვლავი კევინ ლავი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კლუბის ექს-პრეზიდენტის, ამჟამად კი გუნდის თავკაცის ფლიპ სონდერსის თქმით, ფორვარდის დამატების სურვილი ერთდროულად 16 კლუბის ხელმძღვანელს აქვს.

„ლავთან დაკავშირებთ ერთდროულად 16 კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა“, – განაცხადა სონდერსმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „მინესოტა“ ლავის მიმდინარე წელს გაშვებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში „მგლების“ მაისურით კევინმა 77 მატჩი ჩაატარა. ერთ მატჩში მისმა საშუალო მონაგარმა 26,1 ქულა, 12,5 მოხსნა და 4,4 გადაცემა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მინესოტა“ კევინ ლავის გაცვლას არ აპირებს

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ წამყვანმა მოთამაშემ კევინ ლავმა კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა და გასულ კვირას ბოსტონი მოინახულა, სადაც, შესაძლოა, კარიერაც კი გააგრძელოს. ამავე დროს „მგლების“ პრეზიდენტის ფლიპ სონდერსის თქმით, კლუბი მიმდინარე წლის ზაფხულს ფორვარდის გაცვლას არ გეგმავს და ეს მიუხედავად იმისა, რომ, დარჩენის შემთხვევაში, 25 წლის მოთამაშე შემდეგ წელს სხვა კლუბში უფასოდ გადაბარგდება.

„ლავს „მინესოტასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მსურს, რომ მან ჩვენი გუნდის მაისურით შემდეგ სეზონშიც ითამაშოს. არ აქვს მნიშვნელობა იმ ადგილებს, რომელთაც მოთამაშეები ზაფხულის არდადეგების დროს მოინახულებენ. ამ დროს მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რის გაკეთებასაც მოისურვებენ.

სხვა გუნდთა მხრიდან ინტერესის შესახებ ვიცი. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ისინი ვერაფერს გადაწყვეტენ. კევინი აქ დარჩება“, – განუცხადა სონდერსმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კევინ ლავის დამატება „სელტიკსს“, „ლეიკერსს“, „უორიორსსა“ და „სანსს“ სურთ

„იაჰუ სპორტსს“ თუ დავუჯერებთ, „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ფორვარდის კევინ ლავის შეძენა ერთდროულად ოთხ კლუბს სურს, რომელთა შორისაც „ბოსტონ სელტიკსი“, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ და „ფინიქს სანსი“ არიან. წყაროს ცნობით, „ბოსტონი“ და „ლეიკერსი“ უკვე მზად არიან, ლავის სანაცვლოდ მინესოტელებს მაღალი დრაფტ-პიკები შესთავაზონ.

მიუხედავად იმისა, რომ ლავს „ლეიკერსში“ ან „ნიქსში“ თამაშის სურვილი აქვს, გამორიცხული არ არის, იგი რომელიმე სხვა გუნდის მაისურითაც ვიხილოთ. გარდა ამისა, არც ერთი კლუბი კევინს არ დაიმატებს, თუ ფორვარდი 5-წლიან კონტრაქტს არ მოაწერს ხელს.

ალექსანდრე მატევოსოვი