„ნიუ-იორკ ნიქსის“ პრეზიდენტი ფილ ჯექსონი პარასკევს გუნდის მთავარი მწვრთნელობის კანდიდატს მაიკლ დანლივი-უმცროსს შეხვდა, რის შესახებაც „ნიუ-იორკ პოსტი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აქამდე „ნიქსის“ ხელმძღვანელები მხოლოდ სტივ კერს შეხვდნენ, რომელმაც ბოლო მომენტში „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ წასვლა ამჯობინა.
დანლივის ბოლო სამუშაო ადგილი „კლიპერსი“ იყო, რომელშიც იგი 2003 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა. 60 წლის სპეციალისტს ასევე „ლოს-ანჯელს ლეიკერსში“, „მილუოკი ბაქსსა“ და „პორტლენდ ტრეილბ ბლეიზერსში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.
ალექსანდრე მატევოსოვი