ბრიტანული „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.
ბრაზილიაში გასამართი მუნდიალი ჯერარდისთვის ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.
წყაროს ცნობით, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლონდონის „ჩელსის“ 35 წლის ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმაც.
ჯერარდმა ინგლისის ნაკრებში 109, ლამპარდმა კი 103 მატჩი ჩაატარა.