10 მაისს, ინდონეზიის რანგით მეორე დივიზიონში, “პერსირაჯამ” საკუთარ მოედანზე “სიგლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ეს მატჩი ფეხბურთის ისტორიაში ძალიან სამწუხარო მიზეზის გამო შევიდა. მატჩის მიმდინარეობისას “სიგლის” მეკარემ “პერსირაჯას” თავდამსხმელის აკლი ფაირუზის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.
მიუხედავად იმისა, რომ აკლი ფაირუზს შეცვლა ესაჭიროებოდა, ის ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა. საბოლოოდ, ის მოედნიდან მაინც გაიყვანეს. როცა ფაირუზი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღეში ფეხბურთელი გარდაიცვალა.