ჯორდანი „ნიუ-იორკში“ გადასვლაზე ფიქრობდა

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანრე ჯორდანმა აღიარა, რომ მიმდინარე ზაფხულში „ნიუ-იორკ ნიქსში“ გადასვლის ალბათობას განიხილავდა. შემდგომ მოთამაშე „დალას მავერიკსს“ შეუთანხმდა, თუმცა საბოლოოდ „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ გადაბარგდა.

„ჩინებული შეხვედრა გვქონდა. ფილ ჯექსონის სახელი ყველაფერზე მეტყველებს. დერეკ ფიშერი თავის სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებს. კლუბს სამომავლო მუშაობის გეგმა აქვს, რომელიც მომწონს. გადავწყვიტე, „კლიპერსში“ დავრჩე, თუმცა „ნიქსის“ წინადადება კარგი იყო. მას სერიოზულად განვიხილავდი“, – ციტირებს ჯორდანს „New York Post“-ი.

დოკ რივერსის ქალიშვილის დახმარებით დეანდრე ჯორდანი „კლიპერსიდან“ არ წავა

ცენტრი დეანდრე ჯორდანი „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ დარჩენაში საბოლოოდ კალიფორნიული კლუბის მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის 25 წლის ქალიშვილმა კოლიმ დაარწმუნა. ამის შესახებ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე „Forth Worth Star-Telegram“-ის ჟურნალისტმა დუენ პრაისმა დაწერა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი აგენტის ბარის დახურვისთანავე ჯორდანი „დალას მავერიკსს“ შეუთანხმდა, თუმცა შემდგომ მასთან „კლიპერსის“ წარმომადგენელთა დელეგაცია მივიდა, რომელიც სტივ ბალმერის, დოკ რივერს, კრის პოლის, ბლეიკ გრიფინისა და პოლ პირსისგან შედგებოდა, რის შემდეგაც ცენტრმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

ცნობისთვის, 2008 წელს დრაფტზე არჩევის შემდეგ ჯორდანს სხვა კლუბში აქამდე ჯერჯერობით არ უთამაშია.

პოლისა და ჯორდანის ზედიზედ ორი ჩინებული კომბინაცია

„ლოს-ანკელეს კლიპერსის“ ლიდერებმა კრის პოლმა და დეანდრე ჯორდანმა „ჰიუსტონ როკეტსთან“ პლეიოფის სერიის მეოთხე შეხვედრაში ჩინებული შეტევა გაითამაშეს.

შეგახსენებთ, რომ „კლიპერსმა“ ანგარიშით 128:95 გაიმარჯვა, რითაც სერიის მოგებამდე სულ 1 გამარჯვება აკლია.

ჯორდანი, შესაძლოა, „დალასში“ გადავიდეს

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა ზაფხულში, შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელი „დალას მავერიკსის“ შემადგენლობაში გადასვლას აპირებს.

პირველ ივლისს ჯორდანი სრულყოფილი თავისუფალი აგენტი, გახდება, „მავერიკსს“ კი ამის გამოყენება სურს. თავად მოთამაშე „დალასის“ წინადადების გასანხილველად ასევე მზადაა, რის შესახებაც ESPN-ის ჟურნალისტი ტიმ მეკმეჰონი იტყობინება.

აქამდე ჯორდანმა განაცხადა, რომ „კლიპერსში“ მას ყველაფერი აწყობს, თუმცა სხვა კლუბების წინადადებას მაინც გადახედავს.

როგორ შეაჩერა ჯორდანმა ტიმ დანკანი (ვიდეო)

პლეიოფის პირველი მატჩის ერთ-ერთ შეტევის დროს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დე ანდრე ჯორდანმა „სან-ანტონიო პსურსის“ ლიდერი ტიმ დანკანი შეაჩერა.

დეანდრე ჯორდანის ლამაზი ჩატენვა (ვიდეო)

„მემფის გრიზლისთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა კრის პოლის გადაცემის შემდეგ მეტოქის ფარში ბურთი უპრობლემოდ ჩატენა.

ჯორდანის ლამაზი ჩატენვა (ვიდეო)

ბოსტონ სელტიქსთან“ მატჩში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერებმა კრის პოლმა და დეანდრე ჯორადნმა ჩიენბული კომბინაცია გიათამაშეს, როდესაც პოლი სამწამიან ზონაში შეიჭრა და ბურთი ჯორდანის მიმართულებით გაგზავნა, რომელმაც ლამაზი დანკი შეასრულა.

ცნობისთვის, შეხვედრა „კლიპერსის“ გამარჯვებით 119:106 დასრულდა.

დეანდრე ჯორდანის განუმეორებელი დანკი (ვიდეო)

„ნიუ-იორკი ნიქსთან“ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა ჯეოსნ სმიტს აჯობა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა.

დოკ რივერსი: „მიკვირს, რომ დეანდრე ჯორდანი ოლ სტარის მიღმა დატოვეს“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი ცენტრ დეანდრე ჯორდანის ოლ სტარის მიღმა დარჩენით უკმაყოფილო დარჩა.

„დეანდრე ჯორდანი ყველა ვარსკვლავის მატჩში უნდა თამაშობდეს. მისი არყოფნა ნამდვილი აბსურდია. რა თქმა უნდა, ენტონი დევისის ნაცვლად დირკ ნოვიცკიმ თამაში დაიმსახურა. უბრალოდ, მგონია, რომ მოთამაშე, რომელმაც „დეტროიტთან“ მატჩში სუპერდაბლი გაიფორმა და ამავდროულად 27 ქულასთან ერთად 22 მოხსნაც მიითვალა, გუნდში ყოფნას იმსახურებს“, – ციტირებს რივერსს ESPN-ი.

გლენ დევისზე გაკეთებული დანკი – ტოპ მომენტები დეანდრე ჯორდანის მონაწილეობით (ვიდეო)

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია საუკეთესო ეპოიზოდები „კლიპერსის“ ცენტრის დენადრე ჯორდანის მონაწილეობით.