ნიკა დიასამიძე ბათუმში დაბრუნდა

ნიკა დიასამიძე ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.
თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე მომავალი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.

ბათუმის “დინამოს” მორიგი ახალწვეული – თეიმურაზ შონია

“დინამოს” მაისურს ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი კაპიტანი თემურ შონია მოირგებს. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მოთამაშე შონია სპარტაკში 2009 წლიდან გამოდიოდა და ამ პერიოდში 134 მატჩში 24 გოლი გაიტანა, ასევე ასპარეზობდა სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის 21-წლამდელთა გუნდში ესტონეთისა და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებებთან.

dinamobatumi.com

არნო ჩუენსუ „დინამოელია“

ბათუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის მზადებას მიმდინარე კვირას შეუდგა – არნო ჩუენსუ „დინამოელთა“ პირველი ახალწვეულია.
ამპლუით მარჯვენა მცველმა, გასული სეზონი ლანჩხუთის „გურია“-ში ჩაატარა. 22 წლის კამერუნელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 1 +1 სისტემით გაფორმდა.

http://www.dinamobatumi.com/

კიკნაველიძე თავისუფალი აგენტია

როგორც Fanebi.Com-ისათვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ნოდარ კიკნაველიძემ ბათუმის “დინამოს” რიგები დატოვა. 21 წლის გარემარბი ამჟამად თავისუფალი აგენტია და კლუბებიდან წინადადებებს ელის.

შეგახსენებთ, რომ კიკნაველიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ბათუმის “დინამოში” გაატარა, სადაც მან დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარა.

კიკნაველიძეს, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2011 წელს, “ზესტაფონის” შემადგენლობაში ჰქონდა.

ბრაზილიელი სტუმრები “დინამოში”

ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბ “კორიტიბას” მენეჯმენტის წევრები ბათუმში იმყოფებიან.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში “კორიტიბას” ვიცე-პრეზიდენტსა და მწვრთნელს ბათუმის დინამოს” ხელმძღვანელები დახვდნენ.

როგორც ბრაზილიური კლუბის მწვრთნელი ერიველტონ პაშეკო (პაშეკინიო) აცხადებს, ბათუმში ქართული ფეხბურთის გასაცნობად და “დინამოსთან” ურთიერთთანამშრომლობისთვის ჩამოვიდა:

“სასიამოვნოა, რომ საქართველოში ვიმყოფებით. ჩამოვედით, რომ გავიცნოთ “დინამოს” მომავალი პროექტები და ასევე, ქართული ფეხბურთი. ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაყოფიერი იყოს”, – აღნიშნა ერიველტონ პაშეკომ.

როგორც გოჩა ალადაშვილი აცხადებს, რომელიც ბრაზილიაში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, კორიტიბას” წარმომადგენლები კონკრეტულ პროგრამას წარმოადგენენ იმის შესახებ, თუ რა სახის თანამშრომლობაზე იქნება საუბარი:

“თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ “ბათუმის დინამოს” ახალბედა ფეხბურთელების სტაჟირება მოხდება ბრაზილიაში. ასევე, ჩანაფიქრი აქვთ, რომ ბათუმში გახსნან საფეხბურთო სკოლა. მათ უკვე აქვთ გამოცდილება ამერიკაში – დალასში გახსნეს წლების წინ საფეხბურთო სკოლა”, – აღნიშნა გოჩა ალადაშვილმა.

“ბათუმის დინამოს” პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, “დინამოს” მწვრთნელები გაემგზავრებიან ბრაზილიაში და გამოცდილებას მიიღებენ როგორც სამწვრთნელო საქმიანობაში, ასევე, მენეჯმენტის კუთხით.

Dinamobatumi.Com

ბათუმის „დინამოს“ განმარტება ლიცენზირების საკითხთან დაკავშირებით

იურიდული ორგანოს გადაწყვეტილება კლუბში ასეთი სახით მოგვივიდა: ლიცენზირების დებულებების 52- მუხლის მოთხოვნები ორგანოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით დაკმაყოფილებულად არ ჩაითვალა. ა) კლუბმა არ წარმოადგინა მოთხოვნილი საბანკო ამონაწერი. ბ) სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულება.

სააპელაციო ორგანო მიმართავს ტრიბუნალს რეკომენდაციით, კლუბის მიერ აქტუალური საბანკო ამონაწერისა და სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულების წარმოდგენის და ამ საბუთების რელევანტურობის შემთხვევაში, გასცეს ეროვნული ლიცენზია.

აღნიშნული საბანკო ამონაწერი და სპონსორთან მოქმედი ხელშეკრულება კლუბს რა თქმა უნდა გააჩნია. ყველა საჭირო და დამატებითი დოკუმენტაცია ფედერაციას ხვალვე გადაეგზავნება.
უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენ საკმარისად ჩავთვალეთ წარგვედგინა ქალაქის მერიის მიერ დამტკიცებული პროგრამის საგარანტიო წერილი, რომელიც ითვალისწინებს კლუბის დაფინანსებას 2017 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად მინიმუმ 1 370 000 ლარით.

ს.კ “დინამო” ბათუმი