ვენგერი: “იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ”

ლონდონის “არსენალმა”, თუ კონკრეტულ შვიდ ფეხბურთელს არ გაყიდის, შესაძლოა, დაკარგოს ის 100 მილიონი ფუნტი (დაახლოებოთ), რომელსაც ის ტრანსფერებით გამოიმუშავებდა. საქმე იმაშია, რომ იოზილს, სანჩესს, კასორლას, უილშირს, ჩემბერლენს, გიბსს და დებუშის კონტრაქტები მომავალ ზაფხულში ეწურებათ. თუ ისინი არ გაიყიდებიან ან ახალ ხელშეკრულებას არ დადებენ, შეეძლებათ, ამ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღონ და წავიდნენ გუნდიდან.

არსენ ვენგერმა ზემოთ აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

“იდეალურია, როცა ფეხბურთელებს კონტრაქტის ბოლო წელსაც ინარჩუნებ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი პერიოდის მანძილზე გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯონ. ზოგი ამბობს, რომ სწორედ უკანასკნელ სეზონში სპორტსმენები სათანადოდ არ ირჯებიან. არ მესმის, ჩემი კლუბის წევრებთან დაკავშირებით ასეთი რამეები საიდან მოაქვთ. თუნდაც მათ არ გააფორმონ ახალი კონტრაქტი, მაინც დადებითად მიმაჩნია გუნდში მოთამაშეების წინასწარ განსაზღვრული დროის ბოლომდე დარჩენა,” – აცხადებს ვენგერი.

ჩემბერლენმა სტარიჯის სტილში იცეკვა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩემბერლენის მიერ დანიელ სტარიჯის სტილში შესრულებული ცეკვაა აღბეჭდილი.