ლიონი ფურნიეს შეუთანხმდა

უახლოეს მომავალში “რეიმსის” მწვრთნელი უბერ ფურნიე “ლიონთან” გააფორმებს კონტრაქტს.

შეგახსენებთ, რემი გარდის გათავაისუფლების შემდეგ ლიონელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. ბოლო დრომდე “ოლიმპიკის” პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ინტერესს ვილი სანიოლის, ევრა რენარდის და უბერ ფურნიეს მიმართ იჩენდა.

Le Progress-ის ცნობით, აღნიშნული სამეულიდან მთავარი მწვრთნელის პოსტს 46 წლის ფურნიე დაიკავებს, რომელიც უკვე ლიონში იმყოფება და კონტრაქტის დედალებს აზუსტებს.

გასულ სეზონში “რეიმსთან” ერთად ფურნიებ შესანიშნავ რეზულტატს მიაღწია და ბოლო ტურებამდე ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა.