იაო მინი: „კლიპერსის“ ბედი არ მადარდებს“

„ჰიუსტონ როკეტსის“ ექს-ცენტრმა იაო მინმა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რომლის მიხედვითაც, იგი ჩინელ ინვესტორებთან ერთად „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ შეძენას გეგმავს.

„ამის შესახებ პრესაში მე თვითონაც წავიკითხე. არ ვიცი, სხვადასხვა გამოცემებში მსგავსი ინფორმაცია საიდან გავრცელდა. „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ბედი არ მადარდებს“, – განაცხადა მინმა.

შეგახსენებთ, რომ რასიზმის გამოვლინებისთვის ლიგა, ცდილობს, „კლიპერსის“ პრეზიდენტ დონალდ სტერლინგს კლუბი გააყიდინოს.

ალექსანდრე მატევოსოვი

იაო მინი ჩინელ ინვესტორებთან ერთად „კლიპერსის“ ყიდვას აპირებს

„ჰიუსტონ როკეტსის“ ყოფილი ცენტრი იაო მინი ჩინელ ინვესტორებს ეძებს, რათა „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ შეიძინოს. ამის შესახებაც ტვიტერზე ცნობილმა ჟურნალისტმა ბილ სიმონსმა დაწერა.

ცნობისთვის, დღეს „კლიპერსის“ მფლობელმა დონალდ სტერლინგმა, რომელსაც ლიგამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, თავის მეუღლეს კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა.

ალექსანდზრე მატევოსოვი