მაკედა “კარდიფში” გადავა

იტალიელი ფეხბურთელი 2009 წელს შეუერთდა “მანჩესტერ იუნაიტედს”, მაგრამ მას შემდეგ პირველი გუნდის მაისურის სისტემატურად მორგება ვერ შეძლო.

სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ხვალ ფედერიკო მაკედა ოლე გუნარ სოლსკიაერის “კარდიფში” გადავა.

იტალიელს კონტრაქტი ეწურება და იგი უკვე აღარ გახანგრძლივდება. “იუნაიტედის” ლეგენდას კი მისი ხილვა თავის გუნდში სურს.

“ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ და ხალხს დაავიწყდა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. როცა პირველ გუნდში გადავედი, სულ ბავშვი ვიყავი”.

“მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნა დიდებულია, მაგრამ თუ ვერ თამაშობ უმჯობესია წახვიდე და იქ ითამაშო, სადაც კარიერას შექმნი” – აცხადებს მაკედა.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი: http://redarmy.ge/

მანჩესტერი ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა

“მანჩესტერული კლუბის” ხელმძღვანელობამ ექვს მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის შემდეგ “მანჩესტერი” ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც დატოვეს.

პირველ რიგში საუბარია ფორვარდ ფედერიკო მაკედაზე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ცდილობს “ეშმაკების” ძირითადში დამკვიდრებას. ასევე ახალ ხელშეკრულებაზე უარი ეთქვათ სემ ბირნს, ჯეკ რაჯს ჯეკ ბარმის. ამ უკანასკნელმა უკვე ახალი კლუბი მოძებნა და მომავალი სეზონიდან “ლესტერის” ღირსებას დაიცავს.