“ნიუკასლს” კაბელა მოუნდა

“ნიუკასლი” ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველით რემი კაბელას გადაბირებით არის დაინტერესებული.

24 წლის ფეხბურთელმა სეზონის დასრულების წინ კლუბის გამოცვლის სურვილი გამოთქვა. მისთვის ბრძლაში ფავორიტი სწორედ “ნიუკასლია”.

ფრანგული პრესის ცნობით უახლოეს დღეებში “კაჭკაჭების” ხელმძღვანელობა ფეხბურთელის მამას შეხვდება, რომელიც მისი აგენტიც არის, და კონტრაქტის დეტალებზე გაესაუბრება.

ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ვრცელდება ხმები, რომ “მონპელიე” ფეხბურთელს 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს.