“რივერ პლეიტმა” ლიბერტადორესის თასის მოგება გრანდიოზული ზეიმით აღნიშნა (ვიდეო)

“რივერ პლეიტმა” ლიბერტადორესის თასის მოგება საკუთარ სტადიონზე გრანდიოზული ზეიმით აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ გუნდმა ორმატჩიან დაპირისპირებაში “ბოკა ხუნიორსი” 5:3 დაამარცხა.

“რივერ პლეიტს” მასკერანოს დაბრუნება სურს

Sport Mediaset-ის ცნობით, არგენტინული “რივერ პლეიტის” მესვეურები “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს დაბრუნებაზე ფიქრობენ.

არგენტინელები გეგმავენ, რომ 31 წლის ფეხბურთელი მოთამაშე მწვრთნელის პოსტზე დანიშნონ. წყაროს ცნობით, “რივერ პლეიტის” ხელმძღვანელობა მასკერანოსთან მოლაპარაკებებს მაშინ დაიწყებს, როდესაც კლუბის ამჟამინდელ თავკაც მარსელო გალიარდოს მოქმედი კონტრაქტის ვადა ამოეწურება. ცნობისთვის, მათ შორის შრომითი ხელშეკრულება 2017 წლამდეა დადებული.

ხავიერ მასკერანო “რივერ პლეიტის” აღზრდილია და იგი კლუბის ღირსებას 2005 წლამდე იცავდა.

 

“რივერმა” სავიოლა, აიმარი და ლუჩო გონსალესი წარადგინა

არგენტინულმა “რივერ პლეიტმა” ხუთი ახალი ფეხბურთელი წარადგინა.

გუნდს დაემატნენ თავდამსხმელი ხავიერ სავიოლა და ნახევარმცველები პაბლო აიმარი, ლუჩო გონსალესი, ტაბარე ვიუდესი და ნიკოლას ბერტოლო. ამათგან სავიოლასა და აიმარს პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში აქვთ დაწყებული.

“რივერ პლეიტს” არგენტინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია უკავია და ლიდერ “სან ლორენსოს” სამი ქულით ჩამორჩება.

 

არგენტინის სუპერჩემპიონი „რივერ პლეიტი“ გახდა

არგენტინულმა „რივერ პლეიტმა“ ქვეყნის ჩემპიონატის სუპერფინალი მოიგო. გუნდმა გადამწყვეტი მატჩი „სან ლორენსოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხერმან პეცელამ თავური დარტყმით გაიტანა.

„რივერ პლეიტმა“ ქვეყნის უმაღლესი ტიტული რიგით 36-ედ მოიგო.

არგენტინის ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი ორი ნაწილისგან შედგება — ტორნეო ინისიალისგან და ტორნეო ფინალისგან. ინისიალი 2013 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდა, ჩემპიონი კი „სან ლორენსო“ გახდა. ტორნეო ფინალი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა, გამარჯვებული კი „რივერ პლეიტი“ გახდა. შესაბამისად, ამ ორ გუნდს შორის მატჩით გაირკვა სუპერჩემპიონის ვინაობა.

ბექა დოგრაშვილი