“რეალმა” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

მაროკოს დედაქალაქში მდებარე სტადიონ „სტად დე მარაკეშზე“ დასრულდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც მადრიდის “რეალმა” არგენტინული “სან ლორენსო” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე ტონი კროოსის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ სერხიო რამოსმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გარეტ ბეილმა ისკოს პასი შეირგო და მეორედ შეარხია “სან ლორენსოს” კარის ბადე.

ამრიგად, “რეალი” არსებობის მანძილზე პირველად გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინალური მატჩი:
“რეალი” (ესპანეთი) — “სან ლორენსო” (არგენტინა) 2:0 (1:0)

გოლები: რამოსი 37′ (1:0), ბეილი 51′ (2:0).
გაფრთხილებები: რამოსი 22′, კარვახალი 30′ — ორტიგოსა 12′, ბარიენტოსი 16′, ბუფარინი 55′, კანემანი 85′.
მთავარი მსაჯი: ვალტერ ლოპესი (გვატემალა).

საკლუბო ჩემპიონატის მეორე ფინალისტიც გაირკვა

საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. მადრიდის ,,რეალს” ფინალში მეტოქეობას ,,სან ლორენსო გაუწევს.

შეგახსებთ ასევე იმასაც, რომ საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაიმართება 20 დეკემბერს. მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

ლიბერტადორესის თასი “სან ლორენსომ” მოიგო

ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებით მატჩში არგენტინულმა “სან ლორენსომ” პარაგვაული “ნასიონალი” დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი არგენტინელებმა 1:0 იმარჯვეს. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ნესტორ ორტიგოსამ გაიტანა.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში “წმინდანებმა” 2:1 გაიმარჯვეს და არსებობის ისტორიაში პირველად სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბის სტატუსი მოიპოვეს.

“სან ლორენსო” (არგენტინა) — “ნასიონალი” (პარაგვაი) 1:0 (1:0)
გოლი: ორტიგოსა 35′ (პენ).

პირველი მატჩი: 1:1

 

არგენტინის სუპერჩემპიონი „რივერ პლეიტი“ გახდა

არგენტინულმა „რივერ პლეიტმა“ ქვეყნის ჩემპიონატის სუპერფინალი მოიგო. გუნდმა გადამწყვეტი მატჩი „სან ლორენსოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ხერმან პეცელამ თავური დარტყმით გაიტანა.

„რივერ პლეიტმა“ ქვეყნის უმაღლესი ტიტული რიგით 36-ედ მოიგო.

არგენტინის ჩემპიონატში 20 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი ორი ნაწილისგან შედგება — ტორნეო ინისიალისგან და ტორნეო ფინალისგან. ინისიალი 2013 წლის 2 აგვისტოს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდა, ჩემპიონი კი „სან ლორენსო“ გახდა. ტორნეო ფინალი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გაიხსნა და 19 მაისს დასრულდა, გამარჯვებული კი „რივერ პლეიტი“ გახდა. შესაბამისად, ამ ორ გუნდს შორის მატჩით გაირკვა სუპერჩემპიონის ვინაობა.

ბექა დოგრაშვილი