ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, “მაკლარენის” ესპანელმა პილოტმა ფერნანდო ალონსომ განაცხადა, რომ ფეხბურთში მადრიდის “რეალს” ქომაგობს, მაგრამ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის საუკეთესო ფეხბურთელად თვლის.
“რეალს” ვქომაგობ და არგენტინელი ფეხბურთელებიდან ძალიან მომწონს გონსალო იგუაინი და ფერნანდო გაგო.
ვერ უარვყოფ, მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, მიუხედავად იმისა, რომ იგი “ბარსელონაში” თამაშობს. “რეალის” ქომაგი ვარ, მაგრამ ერთხელ “კამპ ნოუზე” სპეციალურად მესის საყურებლად მივედი”, – ციტირებს ფერნანდო ალონსოს სიტყვებს “მარკა”.