ფორმულა 1-ის ესპანელმა მრბოლელმა, ფერნანდო ალონსომ მის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი შეადარა.
“მადრიდისტა ვარ. ჩემთვის რონალდუ ბევრად უკეთესია, ვიდრე მესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს არგენტინელის უსაზღვრო ტალანტს. თუმცა როგორც აღვნიშნე, “რეალის” ფანი ვარ, ამიტომაც მთავარი ჩემი გუნდია. რა თქმა უნდა, მარსელო და კაზემირო ძალიან მომწონს. ზოგჯერ მეგობრებთან ერთად მეც ვთამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ტელევიზორში მისი ყურება უფრო მსიამოვნებს”,
ბრაზილიელმა ჟურნალისტს მუნდიალზე მისი პროგნოზიც გაუმხილა: “ძნელია ივარაუდო, თუ ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ, ჩემი აზრით, ფავორიტი ბრაზილიაა. ასევე, საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს ესპანეთის ნაკრებსაც, ისინი საკმაოდ ლამაზ სანახაობას სთავაზობენ გულშემატკივარს. ამ მომენტისათვის საუკეთესო ბრაზილია და ესპანეთია”, – აცხადებს ფერნანდო ალონსო.