გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი დიეგო კოსტა, დიდი ალბათობით, თხუთმეტ დღეში გამოჯანმრთელდება, რაც დღევანდელი სამედიცინო შემოწმების შემდგომ დადასტურდა.
კოსტას ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გაურთულდა, რომელშიც მან სულ რაღაც ცხრა წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში თავის პირველ მატჩს ესპანეთის ნაკრები 13 ივნისს ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კოსტა „ფურია როხას“ მაისურით თამაშს შეძლებს.
ალექსანდრე მატევოსოვი