“ესპანიოლმა” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“ესპანიოლის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სერხიო გონსალესის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ეს სპეციალისტი კატალონიურ გუნდს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა. “ესპანიოლმა” გონსალესის თანაშემწეებთანაც გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

ამ დროისთვის “ესპანიოლს” პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი უკავია. გუნდს გასავარდ ზონამდე 3 ქულა აშორებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში გუნდმა შესაძლოა, ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი დაიმატოს.

 

“ესპანიოლს” მწვრთნელი სერხიო გონსალესი იქნება

კატალონიურმა კლუბმა ახალი მწვრთნელის დანიშნვნის შესახებ გააკეთა განცხადება. “ესპანიოლის” თავკაცი სერხიო გონსალესი გახდება, რომელიც მანამდე ბარსელონური კლუბის მეორე გუნდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.

გონსალესმა ხავიერ აგირე შეცვალა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა კლუბი.

სერხიო გონსალესი ესპანიოლის ღირსებას 1998-2001 წლებში იცავდა, რის შემდეგაც კარიერა “დეპორტივოში” გააგრძელა. გონსალესმა კარიერა 2011-ში, “ლევანტეში” დაასრულა.