პოლაკი ნიურნბერგს დაუბრუნდა

“ნიურნბერგის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბს 33 წლის იან პოლაკი დაუბრუნდა.

ჩეხი ნახევარმცველი “ნიურნბერგში” მომდევნო სეზონს გაატარებს. გასული წელის პოლაკმა “ვოლფსბურგში” გაატარა.

2005-2007 წლებში პოლაკმა “ნიურნბერგის” შემადგენლობაში ბუნდესლიგაში 62 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. მოგებული აქვს გერმანიის თასი (2007).

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით “ნიურნბერგი” ბუნდესლიგას დაემშვიდობა და მომდევნო საფეხბურთო წელს მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს.