საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი, აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი, ბათუმის მერია და საქართველოს რაგბის კავშირი წარმოგიდგენთ ყოველწლიურ საერთაშორისო ქვიშის რაგბის ტურნირს, რომელიც 9 და 10 აგვისტოს ბათუმში, კომპლექს „მაგნოლიას“ წინ მდებარე ქვიშის რაგბის მოედანზე გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობენ რაგბის პროფესიონალი და სამოყვარულო კლუბები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან.
ტურნირის ორგანიზატორები არიან : ბათუმის მერია, საქართველოს რაგბის კავშირი, აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი და საქართველოს ქვიშის რაგბის კავშირი.
ტურნირის პრატნიორია, სარაგბო ეკიპირების მსოფლიო ბრენდი„რაინო“
„რაინო არა მხოლოდ გლობალური, ელიტურ რაგბის მხარდამჭერია, არამედ გვერდში უდგას ამ თამაშის ნებისმიერ ნაირსახეობას მრავალ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია ბათუმის საერთაშორისო ქვიშის რაგბის ტურნირის პარტნიორობა და ბურთებით მომარაგება.
„ქვიშის რაგბი, ამ სპორტის ძალზედ სახალისო ნაირსახეობაა, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება. ჩვენ კარგად ვიცით თუ რაოდენ პოპულარული და მნიშვნელოვანია რაგბი საქართველოსთვის და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტურნირები ხელს უწყობს თამაშის განვითარებას, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
მოყვარულთა საყურადღებოდ:
სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
შევსებული სარეგისტრაციო ბარათი გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზეgeorgianbeachrugby@gmail.com
ტურნირის შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ტურნირის Facebook გვერდს https://www.facebook.com/groups/307258177749/
Rugby.GE