მოგეხსენებათ, გუშინ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შედგა, რომლის შემდეგ ქართული კლუბების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. „ცხინვალის“ მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ აღმოჩნდა.
კენჭისყრის შედეგი Fanebi.com-თან საუბრისას ცხინვალელთა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ შეაფასა.
„კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილონი არ ვართ, შეიძლებოდა, უკეთესი კლუბიც შეგვხვედროდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბოტოსანი“ ცუდი გუნდია. წინ ძალიან რთული თამაშები გველის. ვეცდებით, მეორე ეტაპზე გავიდეთ.
ვარჯიში ოთხ ივნისს დავიწყეთ. ამჟამად შეკრებას სომხეთში გავდივართ. ხვალ ადგილობრივ „პიუნიკთან“ ამხანაგური მატჩი გველის, რის შემდეგაც თბილისში დავბრუნდებით“, – გვიამბო კაჭარავამ.
შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ პირველ შეხვედრას გასვლაზე ორ ივლისს ჩაატარებს, საპასუხო მატჩი კი თბილისში ცხრა ივლისს შედგება.