ანტონიო კანდრევამ გოლის აღნიშვნისას ფეხი იტკინა (ვიდეო)

22 თებერვალს, იტალიის სერია A-ში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 78-ე წუთზე, ანტონიო კანდრევამ გამარჯვების გოლი გაიტანა, თუმცა გოლის აღნიშვნისას მან ფეხი იტკინა.

ლოტიტო: “კანდრევა ლაციოდან არ წავა”

“ლაციოს” პრეზიდენტი კლაუდიო ლოლიტო რომაული კლუბიდან ანტონიო კანდრევას წასვლას გამორიცხავს.

გასულ სეზონში კანდრევა “ლაციოს” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო და გასაკვირი არ არის, რომ მის მიართ ინტერესი რამდენიმე ძლიერმა კლუბმა გამოიჩინა. ყველაზე მეტად კი, “ნაპოლი” და “პსჟ” აქტიურობენ.

“კანდრევას მიმართ ინტერესზე არაფერი არ ვიცი. თუმცა, არც ამის გამორიცხვა შემიძია.

“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შევხვდი, თუმცა ჩვენი ფეხბურთელის ნეაპოლში წასვლაზე არ გვისაუბრია.

კანდრევა “ლაციოდან” არ წავა” – განაცხადა ლოტიტომ.