წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ტედი შერინგემი მწვრთნელობის დაწყებას აპირებს.
მისი პირველი კლუბი სავარაუდოდ “სტივენიჯი” იქნება, რომელიც ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს და “ვესტ ჰემისგან” შერინგემთან მოლოპარაკებების წარმოების უფლებაც მიიღო.
ფეხბურთელობის დროს ტედი შერინგემი “კოლჩესტერის”, “პორთსმუთის”, “ვესტ ჰემის”, “ტოტენჰემის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. კარიერა კი 42 წლის ასაკში დაასრულა.