“სარაგოსას” ფრე “დეპორტიოსთან” – პაპუნაშვილი სატარტოში

დღეს ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში “სარაგოსამ” “დეპორტიოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ 0:0 ითამაშა.

მასპინძლთა სასტარტო შემადგნლობაში იყო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომლმაც მინდორზე 77 წუთი დაჰყო და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. “სარაგოსა” მთელი შხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სამწუხაროდ მომენტები რეალიზებას ვერ ახერხბდა. თავის მხრივ სტუმრებიც კარგად იცავდნენ თავს, რამდენიმეჯერ კი უიღბლობამაც იჩინა თავი. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მე-16 ტურის შემდეგ “სარაგოსას” 19 ქულა აქვს და მეთოთხმეტე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს პაპუნავილის გუნდი ესპანეთის სამეფო თასზე, 1 დეკემბერს სტუმრად “მესტალიაზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართავს.

“სარაგოსა” 0-2 “ვალენსია” – პაპუნაშვილი სასტარტოში!

დღეს ესპანეთში კოპა დელ რეის 1/16 ფინალში, გიორგი პაპუანშვილის “სარაგოსამ” “ვალენსიას” უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა.

“სარაგოსას” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ თავის გუნდს წარმატების მიღწევაში ვერ დაეხმარა. შეხვედრაში გოლები როდრიგოსა (80) და პარეხოს (91) ანგარიშზეა.

სამეფო თასზე, ეს გუნდები მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავენ.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ასაკობრივი გუნდიდან

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიაშია. თემურ ქეცბაიას გუნდი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ნიონთან ახლოს ემზადება. ეროვნული გუნდი 30 მაისს საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ელიტრაუნდის შეხვედრას სრული შემადგენლობით დაესწრო.

ასაკობრივი გუნდის ისრაელთან მატჩის შემდეგ კი ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. თემურ ქეცბაიას
გადაწყვეტილებით შვეიცარიაში რჩება და ნაკრებთან ერთად მოემზადება “დინამო” თბილისის 18 წლის ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც 19 წლამდე ელიტრაუნდის გათამაშებაზე ერთერთი საუკეთესო იყო. ტრავმის გამო თბილისში დაბრუნდა მურთაზ დაუშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიაში დღეს პირველ ვარჯიშს სწორედ იმ მოედანზე გამართავს,სადაც ასაკობრივმა ნაკრებმა ელიტრაუნდის ბოლო შეხვერა ჩაატარა. საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მატჩი შვეიცარიაში, ჟენევასთან ახლოს Stade des Αrberes-ზე, 3 ივნისს ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსახური

შვეიცარია