“მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები “ბენფიკას” მატჩს დაესწრნენ

პორტუგალიური პრესის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები “ბენფიკასა” და “ბრაგას” შორის გამართულ მატჩს დაესწრნენ.

ჩვენი პორტუგალიელი კოლეგების აზრით, “წითელი ეშმაკები” ლისაბონში “ბენფიკას” ორი ფეხბურთელის დასაკვირვებლად ჩავიდნენ. კერძოდ, საუბარია არგენტინელ ნახევარმცველებზე — ენცო პერესსა და ნიკოლას გაიტანზე.

პერესს “ვალენსიასთანაც” აქტიურად აკავშირებენ.

 

მანჩესტერის კიდევ ერთი სამიზნე

“მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესებულია, არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის, ენცო პერსის შესყიდვით. თუმცა “წითლებს” კონკურენციას “ვალენსია” გაუწევს.

“ღამურებმა” უკვე გაუკეთეს “ბენფიკას” 20 მლნ.-ანი შეთავაზება. თუმცა “იუნაიტედის” სკაუტებიც აქტიურად აკვირდებიან არგენტინელს.

28 წლის ფეხბურთელმა უკვე გააფრომა 4 წლიანი კონტრაქტი პორტუგალიურ კლუბთან. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა “ბენფიკას” შემადგენლობაში.

“არსებობს “ვალენსიაში” თამაშის შანსი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, მაგრამ ამჟამად მხოლოდ არგენიტინის ნაკრებსა და მსოლფიო ჩემპიონატზე ვფიქრობ” 
– განაცხადა ენცო პერესმა.

“ბენფიკაში” ძალიან ბედნიერი ვარ და კონტრაქტიც განვაახლე, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ამ კლუბის მაისურის ტარება ძალიან მსიამოვნებს”

“თავს კარგად ვგრძნობ “ბენფიკაში” და დარწმუნებული ვარ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ჩემთვის. პატივს ვცემ კლუბის გადაწყვეტილებას.” – დაამატა ენცომ.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ბენფიკამ ენცო პერესთან გაახანგრძლივა

“ბენფიკამ” ნახევარმცველ ენცო პერესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. 28 წლის ფეხბურთელის ახალი შრომითი ხელშეკრულება კიდევ ორ სეზონზეა გათვლილი.

ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. თუმცა, ცნობილია, რომ სხვა კლუბის დაინტერესების შემთხვევაში პერესის ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

“ბენფიკას” ღირსებას პერესი 2011 წლიდან იცავს. პორტუგალიურ გრანდში ფეხბურთელი არგენტინული “ესტუდიანტესიდან” გადავიდა.