გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს.

ინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” მონაწილე დავით რაფავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე 1300-მდე მოწონება 1900-მდე გაზიარება აქვს.

იხილეთ პოსტი

როგორც იცით, მამუკა გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაარულა. შეიძლება, ითქვას, მან “ტულონში” გასული სეზონი კარგად ჩაატარა. ქართველი მორაგბე ერთ თვეში 35 წლის ხდება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება.

მამუკა გორგოძე: “შეიძლება, მეტოქე ათჯერ დაამარცხო, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ რუსეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რაგბი ისეთი თამაშია, რომ ვინც არ უნდა ითამაშოს, ის მოტივირებული უნდა იყოს. რუსეთი ბრძოლისუნარიანი გუნდია. შეიძლება, მეტოქე ათჯერ დაამარცხო, მაგრამ ყოველთვის მომზადებული უნდა იყო.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩი 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

“პირობას გაძლევთ, გავხევთ შუაზე!” – მამუკა გორგოძე გასახდელში (ვიდეო)

28 თებერვალს, ქართველმა გულშემატკივრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის მიერ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმი “მეშვიდე ერი” იხილეს.

ფილმი ქართველ მორაგბეებზე, საქართველოს ნაკრების მზადების პროცესსა და გუნდის შიდა სამზარეულოზეა გადაღებული.

ასევე, ფილმში აღბეჭდილია, თუ როგორ მიმართავს ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე თანაგუნდელებს სამოასთან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, “ბორჯღალოსნებმა” სამოა “მიხეილ მესხზე”, ანგარიშით 20:16 დაამარცხეს.

იხილეთ ვიდეო

სამოელი მორაგბე გორგოძეზე: “ლეგენდასთან შეხვედრა მიხარია”

19 სექტემბერს, ნოემბრის ტესტების მეორე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე სამოა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 20:16 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, “მესამე ტაიმი” გაიმართა. სამოელმა მორაგბემ, ლეატიგაგამ სოციალურ ქსელ Instagram-ში მამუკა გორგოძესთან ერთად ბანკეტზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

“ჩემთვის რაგბის ლეგენდასთან შეხვედრა და მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია”, – წერს სამოელი.

cats

15135753_1261607110563863_7590317475626063867_n

გორგოძე: “მე არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვიყავი”

21 ოქტომბერს, ჩემპიონთა თასის მეორე ტურში “ტულონი” სტუმრად “სეილ შარქსს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 15:5 დაამარცხა.

მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა “ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მამუკამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო ჩილაჩავა 58-ე წუთზე შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დასახელდა, რომელმაც პრიზის მიღების შემდეგ თქვა, რომ მას ის არ ეკუთვნოდა.

“მე არ ვფიქრობ, რომ მატჩის საუკეთესო მორაგბე ვარ. ჩემი აზრით, ცუდად ვითამაშე”, – განაცხადა “გორგოძილამ”.

მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს?

დიდი ალბათობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, მამუკა გორგოძე კარიერას “ტულონში” დაასრულებს.

ბოლო თვეების განმავლობაში, ფრანგული პრესა ხშირად წერდა იმის შესახებ, რომ მამუკას გადაბირება “რასინგს” სურდა. თუმცა, La Provence-ს ცნობით, 31 წლის მოთამაშემ “ტულონთან” კონტრაქტი სამი წლით გაახანგძლივა და კლუბში 2020 წლამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე “ტულონში” 2014 წელს “მონპელიედან” გადავიდა.

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბე გახდა

19 მარტს, რაგბი ევროპის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრები თბილისში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 38:9 დაამარცხა.

მატჩის მიწურულს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა გახდა ცნობილი. საქართველო – რუმინეთის მატჩის საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე გახდა.

მამუკა გორგოძე “ტულონი” – “გრენობლის” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

12 მარტს, საფრანგეთის TOP 14-ში, “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “გრენობლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 38:8 დაამარცხა.

“ტულონის” რიგებში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო მამუკა გორგოძე, ხოლო ლევან ჩილაჩავა და იური ნატრიაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდნენ. რაც შეეხება კოტე მიქაუტაძეს, ის სოჭში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარ ლაპორტმა სხვა მორაგბეების ტრავმების გამო, მამუკა გორგოძე მეორე ხაზში გადაიყვანა. თავად “გორგოძილამ” კი დაკისრებულ ამოცანას თავი ბრწყინვალედ გაართვა და ისიც მოახერხა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ტულონი” ჩემპიონატის ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.

Wales Online: მამუკა გორგოძე პლანეტის 50 საუკეთესო მორაგბეს შორის

უელსულმა პორტალმა WalesOnline.co.uk-მა ამ დროისათვის პლანეტის 50 საუკეთესო მორაგბე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, მამუკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. უელსურმა გამოცემამ ის 34-ე პოზიციაზე დააყენა.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის ასე გამოიყურება:

10. ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია)
9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)
8. მიშელ ჰუპერი (ავსტრალია)
7. ალუნ ვინ ჯონსი (უელსი)
6. შალკ ბურგერი (სამხრეთ აფრიკა)
5. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა)
4. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია)
3. სერხიო პარიზე (იტალია)
2. დევიდ პოკოკი (ავსტრალია)
1. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)

მამუკა გორგოძე “ტულონთან” კონტრაქტს ახანგძლივებს

L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ, დიდი შანსია, “ტულონთან” კონტრაქტი გაახანგძლივოს.

შეგახსენებთ, რომ მამუკას “ტულონთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. ბოლო თვეებში, ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ 31 წლის მორაგბის გადაბირება “რასინგ 92”-ს სურდა, რომელიც მას უფრო დიდ ხელფასს დაჰპირდა.

ამჟამად, გორგოძესა და “ტულონის” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, “გორგოძილა” კონტრაქტს 2018 წლამდე გაახანგძლივებს.

ჩხუბი “ტულონისა” და “ბათის” მორაგბეებს შორის (ვიდეო)

10 იანვარს, ჩემპიონთა თასზე, ქართველების “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “ბათი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 12:9 დაამარცხა.

შეხვედრის მე-20 წუთზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და მორაგბეებს შორის არეულობა მოხდა, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდა.

ცნობისთვის, ქართველთაგან “ტულონის რიგებში ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ ითამაშეს. რაც შეეხება გორგოძეს, ის განაცხადში არ ყოფილა.

Some tension during Toulon – Bath! 20 minutes, first brawl!

Some tension during Toulon – Bath! 20 minutes, first brawl!Bastareud took leroy houston out the brawl with his " delicacy"

Posted by Rugby Vids on Sunday, 10 January 2016

როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელჩიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები ვარჯიშზე მიმავალ მამუკა გორგოძეს.