მამუკა გორგოძის ლელო “ლენსტერთან” მატჩში, რომელიც მსაჯმა გააუქმა (ვიდეო)

19 დეკემბერს, რაგბის ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში, ირლანდიურმა “ლენსტერმა” საკუთარ მოედანზე გორგოძის, ჩილაჩავასა და მიქაუტაძის “ტულონი” მიიღო და ანგარიშით 16:20 დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა.

მამუკა გორგოძე გულშემატკივრებმა TOP 14-ის მე-9 ტურის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ვებ-გვერდ rugby-transferts.com-ის მომხმარებლებმა საფრანგეთის Top 14-ის მე-9 ტურის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე აირჩიეს. გამოკითხვაში მონაწილეობას 4147 ადამიანი იღებდა, ქართველმა მორაგბემ კი ხმათა 29 პროცენტი მოაგროვა.
გორგოძემ ჟულიენ კამინატის, პოლ უილემსს და სხვა მორაგბეებს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, მე-9 ტურში, “ტულონმა” სტუმრად დავით ზირაქაშვილის “კლერმონი” დაამარცხა, გორგოძე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მამუკა გორგოძე “ტულონში” დარჩება

რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ მამუკა გორგოძის შეძენა “რანსინგ 92”-ს სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახალ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაეფორმებინა.

თუმცა, როგორც ჩანს, გორგოძე “ტულონში” იქამდე დარჩება, სანამ მას ხელშეკრულება არ ამოეწურება – ამ ინფორმაციას La Provence ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეს “ტულონთან” კონტრაქტი 201 წლის ივნისში ეწურება.

მამუკა გორგოძის შეძენა “რასინგ 92”-ს სურს

ფრანგული RMC SPORT-ის ცნობით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მამუკა გორგოძე Top 14-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერ “რასინგ 92”-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ გორგოძე პარიზულ კლუბში გადავა, მაშინ ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ცნობილია, “რასინგ 92”-ის პრეზიდენტს ვარსკვლავური გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, გორგოძეს “ტულონის” დატოვება გასული სეზონის შემდეგაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ “რასინგ 92”-ში თამაშობს 33 წლის ქართველი დავით ხინჩაგიშვილი და ასევე, დენ კარტერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა.

მამუკა გორგოძე მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის 20 საუკეთესო მორაგბეს შორის

სპორტულმა პორტალმა Bleacher Report რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 20 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე მოხვდა.

აღსანიშნავია Bleacher Report-ი პირველი პორტალი არ არის, რომელმაც “გორგოძილა” საუკეთესოებს შორის დაასახელა. ქართველი მორაგბე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოცნების გუნდში შეიყვანა.

20. ებენ ეტზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
19. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია)
18. გარეტ დევისი (უელსი)
17. აიუმუ გორუმარუ (იაპონია)
16. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია)
15. სკოტ სიო (ავსტრალია)
14. ალუნ ვინ ჯოუნსი (უელსი)
13. ვან დერ მერვი (კანადა)
12. აარონს სმიტი (ახალი ზელანდია)
11. ლეონ ნაკარავა (ფიჯი)
10. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია)
9. რიჩი მაქკოუ (ახალი ზელანდია)
8. მამუკა გორგოძე (საქართველო)
7. ჟულიან სავეა (ახალი ზელანდია)
6. დენ ბიგარი (უელსი)
5. სანტიაგო კორდერო (არგენტინა)
4. მაა ნონუ (ახალი ზელანდია)
3. ნეჰე მილნერ-სკუდერი (ახალი ზელანდია)
2. დენ კარტერი (ახალი ზელანდია)
1. დევიდ პოკოკი (ავსტრალია)

მამუკა გორგოძის ლელო “გრენობლთან” შეხვედრაში (ვიდეო)

1 ნოემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “გრენობლმა” საკუთარ მოედანზე “ტულონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:29 დაამარცხა.

“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელმაც 28-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა.

ასევე, სტუმართა შემადგენლობაში მეორე ნახევარში გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთი ყველაზე სახალისო მომენტი

ვებ-გვერდმა PlanetRugby.com-მა რაგბის მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთი ყველაზე სახალის ეპიზოდი დაასახელა.

5. არბიტრი ცუდ სიტუაციაში

4. მამუკა გორგოძე – მატჩის საუკეთესო მოთამაშე

3. ნაიჯელ ოუენსი შოტლანდიელ მორაგბეს: “თუ სიმულიანტობა გსურს, აქ ორ კვირაში დაბრუნდი და ითამაშე (ამ სტადიონზე ფეხბურთის მატჩი უნდა ჩატარდეს – ავტ.).

2. კანადელი მორაგბე ფრანგების ბანაკში

1. ჯონი რედლინჰეისის ბოლო მატჩი კარიერაში – მას საჯარიმო შეასრულებინეს

მამუკა გორგოძე: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ტულონმა” წარმატებას მიაღწიოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე თავის კლუბში, “ტულონში” დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის გუნდის წარამტებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

“გასულ სეზონში ტრავმა ხშირად მაწუხებდა. რაც მსურდა, ყველაფერი არ გამომდიოდა. მე გულუხვი ვარ და კლუბის წარმატებისათვის ყველაფერს გავაკეთებ. “ტულონში” ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, ისინიც ადამიანები არიან და მათ დასვენება სჭირდებათ. ვფიქრობ, ამ მორაგბეებთან ყოფნით დიდი პროგრესი განვიცადე”, – ციტირებს “გორგოძილას” სიტყვებს blog-rct.com.

ბორჯღალოსნები სიმბოლურ ნაკრებებში

მეთხედფინალებამდე სულ რაღაც ორი დღე რჩება და ინტერესებიც თუ ვინ მოიპოვებს ჩემპიონის ტიტულს სულ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური ეტაპი ‘ბობოლებმა’ დასძლიეს, რაგბის სტაჟიანი ქომაგისთვისაც ალბათ ძნელი იქნება იმის პროგნოზირება თუ ვინ აწევს 31 ოქტომბერს რაგბის სამყაროში ყველაზე სანატრელ ჯილდოს, ვებ ელისის თასს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი, სპეციალისტი ერთმხად აღნიშნავს, რომ წლევანდელი ტურნირი უდაოდ გამორჩეული იყო ბევრი ფაქტორით, მაგრამ განსაკუთრებით ხაზგასმით აღინიშნება, რომ ეს გათამაშება აღმოჩენა იყო ე.წ. მეორე დონის ქვეყნების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული თამაშით. ყველა სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგი იმაზე საუბრით იწყება თუ რაოდენ საოცრად ითამაშა იაპონიის ნაკრებმა, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ უიღბლონი არიან, რადგან მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ სამი თამაშის მოგების მიუხედავად გუნდი მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

იაპონიის ასეთმა თამაშმა სრულებითაც არ დაჩრდილა ბორჯღალოსნების ბრწყინვალე გამოსვლა მსოფლიო თასზე. პირველი სენსაცია სწორედ ზღვის არწივების დამარცხება იყო, რადგან ტონგას ტურნირის დაწყებამდე მეოთხედფინალში გასვლა ჰქონდა დასახული მიზნად. ჩვენი მიზანი კი რაც იყო ყველამ კარგად იცის – ჯგუფში ორი მატჩის მოგება და ამით 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლების ავტომატურად მიღება. საუბრობენ არგენტნასთან ბრწყინვალე პირველ ტაიმზე; ოლ ბლექსთან დასამახსოვრებლად საუცხოო თამაშზე.

საბოლოო ჯამში, ყველა სპეციალისტი იმაზე თანხმდება, რომ დროა მეორე დონის ქვეყნებთან ბევრად ხშირად ითამაშონ ‘ბობოლებბა’.

ჩვენებურები სიმბოლურებში

ბევრმა ბრიტანულმა და მსოფლიო ინტერნეტ თუ ბეჭდურმა გამოცემამ სიმბოლური ნაკრებების დასახელებით ჯგუფური ეტაპი შეაჯამა. გასაკვირი არაა, რომ თითქმის ყველა ‘ფორმაციის’ ნაკრებში უცვლელად ‘ქეფთან ფანტასტიკად’ წოდებული მამუკა გორგოძე მოხვდა.

ყველაზე ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემა ‘თაიმსმა’ თავის სარაგბო კორესპონდენტებს სთხოვა სიმბოლურების დასახელება, მათგან ოთხმა შემდეგი 15-ეულები დაასახელეს სადაც მამუკა გორგოძის გარდა დავით ზირაქაშვილი შეიყვანეს:

ოუენ სლოთი (წამყვანი სარაგბო მიმომხილველი)

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ტელუსა ვეიანუ (ტონგა), 13. ლევანი მბოტია (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. მიხაი ლაზერ (რუმინეთი), 4. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 5. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 6. მამუკა გორგოძე, 7. ჯოშ ჰარდი (შოტლანდია), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

პოლ ექფორდი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი, ინგლისისა ნაკრებისა და ბრიტანელი ლომების ყოფილი მეორე ხაზელი

15. ბენ სმით (ზელანდია), 14. ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელანდია), 13. ჯესი კრილ (აფრიკა), 12. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. არონ სმით (ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. სთივენ მორ (ავსტრალია), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იბენ ეცებეთ (აფრიკა), 5. ალუნ-ვინ ჯოუნზ (უელსი), 6. მამუკა გორგოძე, 7. შონ ო’ბრაიენ (ირლანდია), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

ალექს ლოუ, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ენთონი ვოთსონ (ინგლისი), 13. რობი ჰენშოუ (ირლანდია), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა),10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. არონ სმითი (ზელანდია)

1. სქოთ სიო (ავსტრალია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. ქეინ დაგლას (ავსტრალია), 5. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 6. მაიქლ ლიჩ (იაპონია), 7. დევიდ პოქოქ (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ჯონ ვესთერბი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. რობ ქარნი (ირლანდია), 14. დი’თი’ეიჩ ვან დერ მერვე (კანადა), 13. ვერენიკი ნგონევა (ფიჯი), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. ხუან იმოფ (არგენტინა), 10. ბერნარდ ფოლი (ავსტრალია), 9. გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია)

1. ედი ბენ არუ (საფრანგეთი), 2. სთივენ მორ (ავსტრალია), 3. დავით ზირაქაშვილ, 4. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. მაიქლ ლიჩ (იაპონია), 7. სემ ვორბერთონ (უელსი), 8. დევიდ პოქოქ (ავსტრალია)

რიქ ბროუდენთი, თაიმსის სარაგბო მიმომხილველი

15. ვილი ლე’რუ (აფრიკა), 14. ნეჰე მილნერ-სქადერ (ზელანდია), 13. ჯესი კრილ (აფრიკა), 12. მეთ გიტო (ავსტრალია),11. დი’თი’ეიჩ ფან დერ მერვე (კანადა), 10. დენ ბიგარ (უელსი), 9. ფუმიაკი ტანაკა (იაპონია)

1. ქიენ ჰილი (ირლანდია), 2. აგუსტინ კრევი (არგენტინა), 3. სეკოპე კეპუ (ავსტრალია), 4. იენ ჰენდერსონ (ირლანდია), 5. ლეონე ნაკარავა (ფიჯი), 6. ჟაკ ბერგერ (ნამიბია), 7. მაიქლ ჰუპერ (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე

ცნობილ სარაგბო ჟურნალ ‘რაგბი ველდ მეგეზინის’ (Rugby World Magazine) ონლაინ გამოცემამ თავის 15-ეულში მამუკა გორგოძე 7 ნომერზე დააყენა და აღნიშნა:

‘ვეილს ონლაინმა’ (Wales Online) კი მამუკა 6 ნომერზე დაასახელა. კანადურმა ონლაინ ჟურნალმა ‘ლასთ ვერდ ონ სპორთმა’ (Lastwordonsports.com) კი ჯგუფური ეტაპის 5 საუკეთესო მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილზე კვლავ მამუკა გორგოძე დაასახელა.

Rugby.GE

მამუკა გორგოძე – მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე

კანადურმა სპორტულმა ვებ-გვერდმა lastwordonsports.com-მა რაგბის 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ხუთი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილს “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე იკავებს.

აი, რას წერენ გორგოძეზე სტატიაში:

“ზელანდიასთან წაგებულ მატჩში გორგოძე საუკეთესოდ დაასახელეს, მისი რეაქციის შემდეგ კი ის მთელ მსოფლიოს შეუყვარდა. მამუკა მებრძოლი და თავმდაბალია. “მონპელიეში” მას “გორგოძილა”, ხოლო საქართველოში “გულივერი” შეარქვეს.”

გორგოძის გარდა, ხუთეულში მოხვდნენ:

2. ბერნანრდ ფოლი (ავსტრალია)
3. ვან დერ მერვი (კანადა)
4. დენ ბიგარი (უელსი)
5. მაიკლ ლიტჩი (იაპონია)

რა თქვა ინგლისელმა კომენტატორმა მამუკა გორგოძეზე

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალი ზელანდიის ნაკრებმა საქართველო დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი მამუკა გორგოძე გახდა.

ქართველი მორაგბის საუკეთესოდ დასახელება ცოტათი მოულოდნელიც კი იყო, რაზეც თავად გორგოძეს საინტერესო რეაქცია ჰქონდა.

ინგლისელმა კომენტატორმა კი გორგოძეზე ასეთი რამ თქვა: “He might be a toughest man in the world of rugby today, but he has a smile that will melt an iceberg.” (“შესაძლოა, დღეს, რაგბის სამყაროში ის ყველაზე მკაცრი კაცი იყოს, თუმცა მისი ღიმილი აისბერგს დაადნობს.”)

მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს (ვიდეო)

2 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახალი ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ მამუკა გორგოძე დაასახელეს. ეს მაშინ მოხდა, როცა შეხვედრა დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო.