მექსიკისა და ეკვადორის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (3:1) მიმდინარეობისას მექსიკელთა ნახევარმცველმა ლუის მონტესმა საზარელი ტრავმა მიიღო. 28 წლის ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა.
მონტესი დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა წვივი მეტოქის ფეხს მოარტყა და ძვალი გადაუტყდა. ამრიგად, მექსიკელი ფეხბურთელის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გამოირიცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში თავად მონტესმა 33-ე წუთზე გახსნა.
გთავაზობთ ამ საზარელი ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.
გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა 18 წლამდე და სუსტი ნერვების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული.