„ზუგდიდი“ თურქულ შეკრებას არველაძის ყოფილ გუნდთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის მლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. თურქულ შეკრებაზე ზუგდიდელებმა პირველად ივარჯიშეს.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, „ზუგდიდმა“ თურქეთში ოთხი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. როგორც გაირკვა, პირველ შეხვედრას ზუგდიდელები ადგილობრივი სუპერლიგის კლუბის „ქაისერისპორის“ წინააღდეგ ჩაატარებენ, რომელსაც ცოტა ხნის წინ შოთა არველაძე თავკაცობმა.

მატჩის ჩატარების თარიღი ხვალ გაირკვევა.

ხიზანიშვილი – “ლიდსი” თუ “ბლექბერნი”?

შესაძლოა, თურქული “ქაისერისპორის” 32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი ინგლისის ჩემპიონლიგაში ვიხილოთ, ამ ინფორმაციას “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

2013-14 წლების სეზონში, “ქაისერისპორმა” თურქეთის სუპერ ლიგაში ბოლო ადგილი დაიკავა და რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რაც შეეხება ზურას, მას კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა თურქებმა მას ახალი ხელშეკრულება შეთავაზეს.

როგორც ირკვევა, ხიზანიშვილის მიმართ ინტერესს თურქული და ინგლისური კლუბები იჩენენ, რომელთა შორის “ლიდსი” და მისი ყოფილი გუნდი “ბლექბერნია” ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონლიგის გასულ სეზონში “ლიდსმა” მე-15 ადგილი დაიკავა, ხოლო “ბლექბერნი” მე-8 პოზიციას დაჯერდა.

დიტო ჭიჭინაძე