სკოტ ბრუკსი უესტბრუკს საუკეთესო გამთამაშებლად თვლის

„ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარი მწვრთნელის სკოტ ბრუკსის აზრით, მისი გუნდის გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი დღეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

„ვთვლი, რომ რასელი კალათბურთში საუკეთესო გამთამაშებელია. ნელ-ნელა იგი განვითარდა და დღეს საუკეთესოდ ჩამოყალიბდა. მისი ყველა ვარჯიში და მატჩი ნანახი მაქვს და მან წარმატების მისაღწევად მართაც ბევრი გააკეთა“, – განუცხადა ბრუკსმა ESPN.com-ს.

სკოტ ბრუკსი: „ოკლაჰომას“ დატოვებას არ ვგეგმავ“

„სან-ანტონიო სპურსთან“ წაგებული სერის შემდეგ „ოკლაჰომა-სიტი თანდერის“ მთავარმა მწვრთნელმა სკოტ ბრუკსმა განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს.

„წასვლის ვარიანტს არც კი განვიხლავ. უბრალოდ ჩემ ყოველდღიურ სამუშაოს ვასრულებ.

მომწონს ჩემი გუნდი და ის საქმე, რომელსაც აქ ვაკეთებ. ვიცი, რომ ყველამ მომავალში უკეთესად უნდა ვიმუშაოთ“, – სპეციალისტის ეს სიტყვები ESPN.com-ს მოჰყავს.

ალექსანდრე მატევოსოვი