მიხეილ აშვეთია: ქუთაისის ”ტორპედო” 5-0-ს არ უნდა აგებდეს!

ქუთაისის ”ტორპედოსა” და მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ აშვეთია, თავისი მშობლიური კლუბის ბოლოდროინდელ წარუმატებელ თამაშას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, დღეს ქუთაისურმა გუნდმა “ვიტ ჯორჯიასთან” 5-0 წააგო.

“ქუთაისის “ტორპედო” 5:0-ს არ უნდა აგებდეს! ვინ არის დამნაშავე ხალხს არ აინტერესებს, ასე გაგრძელება არ შეიძლება”-წერს აშვეთია სოციალურ ქსელში.

მიხეილ აშვეთია, რომელმაც კარიერა  ”ტორპედოში” დაიწყო, ერთი ხანობა ქართველი ქომაგის  ერთ–ერთი მთავარი იმედი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თამაში მოსკოვის ”ლოკომოტივის” რიგებში. სტაჟიან გულშემატკივრებს გემახსოვრებათ აშვეთიას  გამოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე და  ჩინებული გოლი მილანის ”ინტერის” კარში.

ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების მაისურით 24 მატჩი აქვს გამართული. მის ანგარიშზე  5 გოლია. მიხეილ აშვეთიამ კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა.